აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოუშვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოუშვა

access_time2018-03-22 16:00:51

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოუშვა. „გიდის პროფესია" ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს სასტუმრო "ვინთემში" გაიმართა. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სიტყვით გახსნა. თავმჯდომარემ სახელმძღვანელოს შექმნის მიზანზე, მნიშვნელობასა და გიდებისთვის პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ეს სახელმძღვანელო იქნება სამაგიდო წიგნი მოქმედი და დამწყები გიდებისთვის. გიდი არის ქვეყნის სახე და სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა სტუმრებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ის საჭიროა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული მარშრუტების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ რეგიონში მოქმედი გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით და მხოლოდ გასულ წელს 100-მდე გიდი გადავამზადეთ მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. ვფიქრობ, მხოლოდ განათლების დონის ამაღლებით შეგვიძლია იმ გამოწვევებთან გამკვლავება, რაც ამ სფეროში გვაქვს. ბუნებრივია, ერთი წიგნით არ ვაპირებთ გაჩერებას და წელსაც ვგეგმავთ მეორე ნაწილის დაბეჭდვას, რაც უშუალოდ ღვინის მიმართულებას დაეთმობა," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, რეგიონში მოქმედი გიდები, ტურისტული სააგენტოების, პროფესიული და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა წიგნის შინაარსი გააცნო.

 


 

სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც წელს გამოიცა აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, წიგნში განთავსებულია საქართველოს, აჭარის მოკლე ისტორია და ძირითადი ტურისტული მარშრუტები.

 

 

გიდის პრაქტიკული სახელმძვანელოს I ნაწილი დაეთმო გიდის პროფესიის თეორიულ ნაწილს, რომელიც დამუშავდა ნიკო კვარაცხელიას სახელმძღვანელოს „გიდის ხელოვნება" და მისივე სალექციო კურსის მიხედვით. მეორე ნაწილის გამოცემა, რომელიც უშუალოდ ღვინის ტურისტულ მიმართულებას დაეთმობა 2018 წელს იგეგმება. გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო შეხვედრის დასასრულს გიდებს საჩუქრად გადაეცათ.

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები