ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის დაწესებული სანქციები შესაძლოა შეიცვალოს

ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის დაწესებული სანქციები შესაძლოა შეიცვალოს

access_time2018-03-20 20:06:13

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა. პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ინიცირების წესით მომზადებული კანონპროექტი, კომიტეტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააცნო.

 

 

მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან ამოქმედდა დეკლარაციის მონიტორინგის სისტემა, რომელსაც საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს. მისივე შეფასებით, მონიტორინგის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა ზოგიერთ რეგულაციასთან მიმართებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა, რამაც კანონში ცვლილებების მომზადების აუცილებლობა განაპირობა.

 

 

გიორგი კახიანის განცხადებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომელის მიხედვითაც, დეკლარაციის „არაარსებითი დარღვევის" არსებობის შემთხვევაში დეკლარანტს ფულადი სანქციის ნაცვლად, შესაძლოა პირველ ეტაპზე გაფრთხილება მიეცეს. საკითხის ირგვლივ კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა. ცვლილებებთან დაკავშირებით, მოსაზრებები კომიტეტის წევრებმა, საჯარო სამსახურის ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

 

 

სხდომაზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტზეც იმსჯელეს, რომელიც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გოგა გულორდავამ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ანაზღაურებადი თანამდებობის პირი - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარის დაწესების გამო, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, კანონის N 4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი განისაზღვრება 3.0 კოეფიციენტით, ხოლო N4.2 ცხრილს დაემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2.0 კოეფიციენტის ზედა ზღვრით.


 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა. მისი ინფორმაციით, პროექტის მომზადება ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებამ განაპირობა. კერძოდ კი, ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებების და კომენტარების გაკეთება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, აღნიშნული პროცესი კი კანონშემოქმედებით საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი ინიცირებულ ვარიანტთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა და რიგი ნორმები და მიდგომები კიდევ უფრო დაიხვეწა და გასწორდა.

 

 

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კვოტების ხელახალი გადანაწილება ახალი ფრაქციების შექმნამ განაპირობა, რამაც კომისიის წევრთა რაოდენობის გაზრდა განაპირობა. კერძოდ კი, 14-კაციანი კომისია 16 წევრამდე გაიზარდა, სადაც 8 წევრი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ხოლო დარჩენილი 8 ადგილი უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციებისთვის განისაზღვრა.

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა. სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას, კომიტეტის წევრებმა, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები