ლევან ვეფხვაძე - ყაზახურ მხარესთან პრინციპული შეთანხმება „ყაზტრანგაზ-თბილისში“ მათ საკუთრებაში არსებული წილის გასხვისების შესახებ, მიღწეულია

ლევან ვეფხვაძე - ყაზახურ მხარესთან პრინციპული შეთანხმება „ყაზტრანგაზ-თბილისში“ მათ საკუთრებაში არსებული წილის გასხვისების შესახებ, მიღწეულია

access_time2018-03-20 18:13:52

ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ყაზახურ მხარესთან და ამ ეტაპზე პრინციპული შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული წილის გასხვისების შესახებ, მიღწეულია, თუმცა დასაზუსტებელია გარკვეული იურიდიული დეტალები, რაც დროს მოითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. 



ლევან ვეფხვაძის თქმით, გარკვეული იურიდიული დეტალების დაზუსტების შემდეგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი წილის შესყიდვის შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაავრცელებს.



“საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა ბოლო პერიოდში გამართა საინტერესო მოლაპარაკება ყაზახურ მხარესთან და მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოისყიდის მათ საკუთრებაში არსებულ წილს “ყაზტრანსგაზ თბილისში”. გარკვეული იურიდიული პროცედურებია დასასრულებელი, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, რომლის შემდეგაც ჩვენ უკვე საჯაროდ განვაცხადებთ ინფორმაციას გარიგების შესახებ. სხვა დეტალებზე, როგორიც არის ფასი, ღირებულება და ა. შ. ამ ეტაპზე მე ვერანაირად კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერც რაიმე აქამდე დასახელებულ ციფრს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი გარიგების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.



შეგახსენებთ, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ყაზახურ მხარესთან “ყაზტრანგაზ-თბილისის“ შეძენაზე შეთანხმება მიღწეულია.



IPN




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები