მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება

access_time2018-03-20 16:50:32

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ამჯერად, ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო. ინფოტურის მონაწილეებმა მერისში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები, ტურისტული ღირსშესანიშნაოები და სერვისები მონახულეს. ტურის ბოლოს ისინი იმყოფებოდნენ სოფელ გარე ტყეში თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლში, სადაც ადგილობრივ ფოლკლორს გაეცნენ. თურმანიძეების ოჯახი წლებია ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობს და მათ ქართულ სიმღერებს ასწავლის.

 

 

„მერისის მარშრუტის მთავარ ტურისტულ პროდუქტად შესაძლებელია ჩაითვალოს ღვინო და ფოლკლორი, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ასრულებენ. ხეობაში არსებული ანსამბლები რამოდენიმე წელია იკვლევენ ძველ, ტრადიციულ მივიწყებულ სიმღერებს, აღადგენენ მას და დისკებადაც კი გამოსცემენ. მერისის ხეობაში შესაძლებელია მოისმინოთ ბევრი უნიკალური აჭარული სიმღერა პირველად. არის ოჯახები, სადაც სამი და ოთხი შთამოვალი მღერის. ოჯახებმა ფოლკლორი ტურისტულ საქმიანობად აქციეს. სტუმრებს საშუალება აქვთ არა მარტო მოისმინონ ფოლკლორი, არამედ მიიღონ ოჯახებში ფოლკლორის გაკვეთილები. ბატონი ამირან თურმანიძე, 97 წლისაა და უშუალოდ აქტიურად არის ჩართული ტურისტებისთვის ფოლკლორ-გაკვეთილების მომზადების პროცესში. ტურისტები ხეობაში ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნებიდან 2 - 3 თვით ჩამოდიან. გარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა, მერისი ძალიან ლამაზი ხეობაა. მარშრუტზე შესაძლებელია ნახოთ ჩანჩქერი, საპიკნიკე ტერიტორიები, ვენახები და ულამაზესი მერისი ხეობის ხედები" განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

 


 

გასულ წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები 280-მდე გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო. მიმდინარე წელს, სააგენტო მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გაყიდვების სტიმულირების მიზნით ტურისტული სააგენტოებისთვის სხვადასხვა პროექტებს გეგმავს.

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები