სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევისათვის 2017 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 284 პირს დაეკისრა

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევისათვის 2017 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 284 პირს დაეკისრა

access_time2018-03-20 16:46:41

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევისთვის 2017 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 284 პირს დაეკისრა. როგორც „კომერსანტს" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და დადგენილი წესით აგზავნის სასამართლოში.

 

„სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2017 წელს შეადგინა 113 ოქმი. შესაბამისად, მათ საფუძველზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა 284 პირი, მათ შორის, თანამდებობის პირები (შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის თავმჯდომარეები, სატენდერო კომისიის წევრები).

 

2018 წლის 20 მარტის მდგომარეობით, სასამართლომ დაადასტურა სააგენტოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების კანონიერება 113 -ვე შემთხვევაში და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამართალდამრღვევ პირებს დააკისრა სხვადასხვა სიმძიმის სანქცია.

 


სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევათა სპექტრი ძირითადად მოიცავდა სატენდერო კომისიების მიერ პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ შეფასებას, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევას ან სახელმწიფო შესყიდვების ხელოვნურად დაყოფას მონეტარული ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენას, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევას და სხვა სამართალდარღვევებს.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მომავალშიც აქტიურად გამოავლენს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს და მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას ყოველ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით. ამავდროულად, მოვუწოდებთ შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას განუხრელად დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები" - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები