ხორცის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიები

ხორცის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიები

access_time2018-03-20 16:44:09

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 105,9 მილიონი დოლარის ხორცის იმპორტი განორციელდა. 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 105,8 მილიონი დოლარის პროდუქტს შეადგენდა. თანხობრივად 2011-ისა და 2017 წლების თითქმის ერთნაირად გამოიყურება, თუმცა, განსხვავებაა ხორცის რაოდენობაში. 



2011 წელს საქართველოში 58,9 ათასი ტონა ხორცის იმპორტი განხორციელდა. საქართველოში ყველაზე მეტი, 66 მილიონი დოლარის ღირებულების, შინაური ფრინველის, ძირითადად ქათმის ხორცი, შემოვიდა. შემდეგ მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, თუმცა, განსხვავება პირველ და მეორე საქონლის რაოდენობას შორის საკმაოდ დიდია. 2011 წელს საქართველოში სულ 21 მილიონამდე დოლარის პროდუქტი შემოვიდა. რაც შეეხება ღორის ხორცს, ქვეყანაში 19 მილიონამდე პროდუქტის იმპორტი მოხდა უცხო ქვეყნებიდან. 



რაც შეეხება 2017 წელს, საქართველოში 69 ათასი ტონა ხორცის იმპორტი განხორციელდა, მათ შორის არის საქონლის, ღორის, ფრინველისა და ცხვრის/თხის ხორცი. მთლიანობაში ერთი წლის განმავლობაში იმპორტირებული ხორცის საერთო ღირებულება 106 მილიონამდე დოლარი შეადგინა. აქედან, ყველაზე მეტი შინაური ფრინველის, ძირითადად ქათმის ხორცის იმპორტი განხორციელდა. საქართველოში გასულ წელს 61,5 მილიონი დოლარის ქათმის ხორცის იმპორტი მოხდა, შემდეგ მოდის ღორის ხორცი - 34 მილიონი დოლარით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 10 მილიონამდე დოლარით. ძალიან მცირედია ცხვრისა და თხის ხორცის იმპორტი, 2017 წელს სულ 51 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა. 

 


რაც შეეხება საკითხს, რომელი კომპანიები არიან ყველაზე მსხვილი იმპორტიორები? და იცვლება თუ არა ბაზარზე მდგომარეობა ამ მიმართულებით? ცვლილებები ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. 

2011 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ: მულტი ტრეიდი, კონუსი, ფუდსერვისი, შპს „ეგა“ და გეო ინვესტი. 2017 წელს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა გვაქვს. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მსხვილი იმპორტიორები გასული წლის მონაცემებით, არიან: შპს ნიკორა, კასკო 2015, ჯი ენდ ეი გრუპი, ფუდ მიქსი, „ვესტ ვაკე დისტრიბუშენი“. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მულტი ტრეიდი და შპს ნიკორა, ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირებული კომპანიებია, ერთი და იმავე ელექტრონული ფოსტით - 2011 წელს მულტი ტრეიდი იყო უმსხვილესი იმპორტიორების სიაში, 2017-ში კი უკვე „ნიკორა“ გვევლინება. 





ღორის ხორცის უმსხვილესი იმპორტიორებში 2011 წელსაც და გასულ წელსაც ფიგურირებს კვლავ „მულტი ტრეიდი“. დანარჩენი კომპანიების ჩამონათვალი შეცვლილია. 



მსგავსი სიტუაცია გვაქვს ქათმის ხორცის მიმართულებითაც. ბოლო 7 წლის გაბნმავლობაში უმსხვილეს იმპორტიორებს შორის კვლავ ჩანს ვესტ ინვესტი, დანარჩენი მოთამაშეები კი შეცვლილია. „ვესტ ინვესტის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ საბანაძეა. 



წყარო :bm.ge




კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები