"ვეთანხმები აუდიტს, რომ ავტობუსების მიერ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა"

access_time2018-03-20 14:30:35

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია მიმდინარე წელს ასი ერთეული ევროპული ტიპის ავტობუსის შეძენას აპირებს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება. კახა კალაძე გამოეხმაურა აუდიტის დასკვნას, რომელიც ავტობუსებთან მიმართებაში დაიდო და აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ აუდიტის დასკვნას ეთანხმება.



"მეგონა, რომ უფრო მძიმე შედეგი იქნებოდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არჩევნების განმავლობაში და ახლაც მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის არის ზოგადად, ტრანსპორტის მოწესრიგება. დაანონსებული გვაქვს მთლიანად ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, რომელიც მართლაც მძიმე მდგომარეობშია. ერთი ის, რომ ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული ამ ავტობუსებს, რამდენი წელია უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მეორე, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ნამდვილად ვეთანხმები აუდიტს, რომ არის სერიოზული პრობლემა. შესაბამისად, წელს ჩვენ ვაპირებთ ასი ერთეული ავტობუსის შესყიდვას და მომდევნო წლების განმავლობაში საერთოდ, მთლიანად იქნება ჩანაცვლებული არსებული პარკი ახალი ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით", - განაცხადა კალაძემ.

 



2017 წელს თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან 143 ერთეულს არ ეკუთვნის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პტი), ხოლო დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ერთეულმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. 




"ავტობუსების უმრავლესობა მოძველებულია, მათი ძრავის შიდა წვის სისტემა აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო შეცვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ისინი არ აკმაყოფილებენ საკანონმდებლო ნორმებს ეკოლოგიური კუთხით. საგულისხმოა, რომ ახალი, ეკოლოგიურად გაცილებით სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების არსებობა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის ასეული მილიონობით ლარის ოდენობის ხარჯის დაზოგვას,“ - ნათქვამია ანგარიშში.




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები