ირაკლი მაკალათია - „ინვესტიციები უნდა მოიზიდოს კერძო სექტორმა,ეკონომიკა ამ შემთხვევაში განვითარდება“

ირაკლი მაკალათია - „ინვესტიციები უნდა მოიზიდოს კერძო სექტორმა,ეკონომიკა ამ შემთხვევაში განვითარდება“

access_time2018-03-20 13:15:18

2017 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, გასულ წელს, საქართველოში 1.861  მილიარდი ამერიკული დოლარის  ინვესტიცია განხორციელდა.  2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ინვესტიციები 16,2 %-ით არის გაზრდილი.

 

ინვესტიციების ზრდის, მიზეზშედეგობრივ კავშირზე  რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „კომერსანტის თემა“ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტმა, ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა.

 

ინვესტიციების ზრდა ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს გადაჭარბებული და არარეალური მოლოდინები. ინვესტიციებს მაშინ მოაქვს ეკონომიკური შედეგი, თუ მას იზიდავს რეალური ეკონომიკის სექტორი, რომლის წარმატებული მუშაობის შედეგადაც იზრდება წარმოება, იზრდება პროდუქციის მოცულობა, დასაქმების დონე და ეკონომიკური მაჩვენებლიც. ჩვენ შემთხვევაში კი ინვესტიციები, ძირითადად, მიმართულია ინფრასტრუქტურლ პროექტებისკენ, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

 

მაკალათია „კომერსანტთან“ იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც უცხოური ინვესტიციების ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმ პროექტებით, რომელსაც მეზობელი ქვეყნები ახორციელებენ ქვეყანაში.

 

მთავარი ინვესტორი ქვეყანა არის აზერბაიჯანი, რომელიც ინვესტიციების მთლიან მაჩვენებელში 25 %-ს იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 25%-ში უდიდესი წილი უჭირავს შახდენიზის მილსადენის პროექტს. სწორედ ამ პროექტში განხორციელებულმა დიდმა ინვესტიციებმა გამოიწივია ინვესტიციების მატება. ამასთან, არის ბევრი ქართული კომპანია, რომელიც ევრკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული და შესაბამისად, მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიიცებად აღიქმება ,- განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.


 

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტის თქმით, რეალური ეკონომიკის სექტორი ვერ იზიდავს შესაბამისი რაოდენობის ინვესტიციებს, რაც მათი წარმოების განვითარებას გამოიწვევდა.

 

ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ ძირითადი ინვესტიციები უნდა მოიზიდოს კერძო სექტორმა. მისივე თქმით, კერძო სექტორის წილი მაღალი უნდა იყოს საქრთველოში, თუმცა, დღეს მისი წილი მცირეა.

 

ძირითადად, ინვესტიციები სახელმწიფოს დახმარებითა და მისი მეშვეობით შემოდის. ამ შემთხვევაში, უშუალო მესაკუთრე საკუთარი აქტივებვით, ნაკლებადაა ჩართული პროცესში. თუ კერძო კაპიტალი მოიზიდავს ინვესტიციებს  დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა ვიდრე გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

 

ირაკლი მაკალათია გვიყვება, რომ ინვესტიციების შემოდინება გარკვეული პერიოდის შემდეგ ან დასრულდება ან გაგრძელდება. მთავარია, ექნება თუ არა ინვესტიციებს დარგობრივი მიმართულებები. მისი თქმით, ინვესტიციების ქვეყანაში შემოსვლის მიზანია, ქვეყანამ ეკონომიკური კეთილდღეობა მოიპოვოს, გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს.

 

შახდენიზის მილსადენის პროექტის დასრულდების შემდეგ, ვვარაუდობთ, რომ მცირე პროექტების შემოდინება დაიწყება. წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მილსადენის მშენებლობა ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგია, თუმცა აღნიშნული პროექტი არ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს,  დამატებით საწარმოებს, რომლებიც თავის მხრივ ადამიანთა დასაქმების დამატებით პერსპექტივად  და ეკონომიკური კეთილდღეობის საშუალება იქნება. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების კვლავწარმოება კონკრეტულ დარგებში არ ხორციელდება. მაგალითად, კარგი და დადებითი ფაქტია, თუ ერთჯერადად  გზა დაიგო, თუ ავტობანი აშენდა - მაგრამ, მომავალში, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ძვრების გამომწვევი მიზეზი მსგავსი პროექტები ვერ გახება,- აცხადებს ირაკლი მაკალათია.

 




კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები