დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ პირველი მოსმენით განიხილა

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ პირველი მოსმენით განიხილა

access_time2018-03-19 23:36:34

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის თქმით, საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულმა სამშენებლო ბუმმა და გამოვლენილმა საკანონმდებლო ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტები ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. მისი განმარტებით, დღეის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გაცემის სფერო რეგულირდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან ნათლად არ მიჯნავს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აქვე განმარტა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მოძველებულია ტერმინოლოგია და წარმოდგენილმა კანონპროეტმა ამ მიმართულებითაც უნდა განახორციელოს რეფორმა.

 

მომხსენებლის თქმით, საამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. მან განსაკუთრებით შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის ხარისხის ტექნიკური ნორმირების საკითხებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კანონპროექტი სწორედ ამ ნაკლოვანებების დაძლევას და დეფიციტების შევსებას ითვალისწინებს. იქვე კეთდება დათქმა, რომ კოდექსი არ აწესრიგებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არქიტექტორისა და ინჟინერ-კონსტრუქტორის სერტიფიცირების, სოციალური საცხოვრისის და სხვა მსგავს საკითხებს.

 

წარმოდგენილ დოკუმენტს თან ახლავს 31 გამომდინარე კანონპროექტი, რომლებიც მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო. მინისტრის მოადგილემ უპასუხა დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების, არქიტექტურისა და მშენებლობის დარგის სპეციალისტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დადებითად შეაფასა ის ხუთთვიანი მუშაობა, როდესაც კომიტეტი სხვადასხვა სპეციალისტებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილავდა აღნიშნულ საკითხს. 


რომან კაკულია: „დასრულების ფაზაში შევიდა „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსზე მუშაობის რამდენიმეწლიანი პროცესი. ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოებას მშენებლობის თემებთან დაკავშირებით აწუხებდა, კოდექსში ასახულია.


კოდექსის განხილვებს თვეები დასჭირდა და რამდენიმე პრინციპული საკითხის გამო უამრავი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დარგის სპეციალისტებთან. ჩვენ გვსურდა, რომ კოდექსში ასახულიყო არქიტექტურული საქმიანობა. შედეგი დადგა, კოდექსის სათაურიც შეიცვალა და დღეს ჩვენ გვაქვს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის შესახებ კოდექსი. სათაურს დაემატა არქიტექტურული საქმიანობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი სათანადოდ და ამომწურავად არ არის გაშლილი - როგორც სამშენებლო საქმიანობის, ისე არქიტექტურული საქმიანობის შესახებ კანონი და სხვადასხვა დადგენილებები არქიტექტურასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ძალაში რჩება.

 


კოდექსში არის ძალიან ბევრი სიახლე, რაც საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებდა. კონკრეტულად, ჩვენ ყველამ ვიცით შენობა-ნაგებობებისადმი არსებული მოთხოვნები და მნიშვნელოვანია, რომ კოდექსი ასახავს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიც გახლავთ არქიტექტურული პარამეტრები, ესთეტიკასთან დაკავშირებული საკითხები, სამშენებლო მასალების ხარისხი. მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა, შშმ პირებისათვის საზოგადოებრივი სივრცის ხელმისაწვდომობის საკითხი. კოდექსი ასევე ყურადღებას ამახვილებს ინსოლაციის მინიმალურ მოთხოვნებზე, სახანძრო უსაფრთხოებაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.


 კოდექსით კოეფიციენტების ზრდასთან დაკავშირებული ნორმა იცვლება და სამომავლოდ, მხოლოდ მთლიანი უბნის თუ კვარტლის კოეფიციენტი დადგინდება, სწორედ, დეტალური გეგმის მიხედვით, რომელიც სპონტანურად და ინდივიდუალურად აღარ შეიცვლება და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დარღვეული შენობა-ნაგებობების განთავსების წესი, რომელიც ასევე კანონით განისაზღვრება.

 

„მე ვაპირებ, შევქმნა კომიტეტთან მუდმივმოქმედი კომისია, სადაც ყველა ის ადამიანი იქნება წარმოდგენილი, რომელიც კომიტეტზე გახლდათ და მონაწილეობდნენ კოდექსის სამუშაო პროცესში: არქიტექტორები, მშენებლები, ურბანისტები და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ კოდექსზე მუშაობას და აღმოიფხვრება დარჩენილი ხარვეზები. შეუძლებელი იყო იმ ხარისხის კონსენსუსის მიღწევა, როგორიც ყველას უნდოდა. ამიტომაც გახანგრძლივდა ეს პროცესი. თუმცა, ძირითადი კონსენსუსი მიღწეულია და მუშაობა გაგრძელდება მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, რომელიც კომიტეტთან შეიქმნება“ -აცხადებს კაკულია. 



 კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს.

 

დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომ გაუმჯობესებას და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობას ითვალისწინებს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანისა და კახაბერ კუჭავას საკანონმდებლო ინიციატივა -„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი.

 

კახაბერ კუჭავას განმარტებით, კანონპროექტის ინიცირება, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში არსებულმა მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია.

 

„გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული ქაოსური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ისეთი რეგულაციების შემოღება, რაც ხელს შეუწყობს თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას და განტვირთვას, - განაცხადა მან.

 

პროექტით ცვლილებები შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლში, რომლებიც ითვალისწინებენ თბილისის მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრას საავტომობილო მოძრაობის სფეროში. პროექტის მიხედვით განისაზღვრება მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე ნებართვის გაცემის პირობები და წესი, ნებართვის მოქმედების ვადა, ფასი და მისი გადახდის წესი. ასევე დარეგულირდება ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერებების და სხვა საკითხები.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები