2017 წელს თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

2017 წელს თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

access_time2018-03-19 20:05:53

2017 წელს თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან 143 ერთეულს არ ეკუთვნის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პტი), ხოლო დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ერთეულმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა. 



ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. 



„მოპოვებული ინფორმაციით, ავტობუსების უმეტესი ნაწილი გაუმართავია და ისინი ვერ გადიან პტი-ს არსებული სტანდარტის შესაბამისად, რაც გამოწვეულია გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობით. ასეთი ავტობუსების ექსპლოატაცია საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია. 



„მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით და „აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით, 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით დამტკიცებული არ არის. მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო სამსახური ხელმძღვანელობს აღნიშნული სტრატეგიით, რის შედეგად ქალაქის მასშტაბით განხორციელებულია რიგი ღონისძიებები, მაგალითად, ახალი ავტობუსების შემოყვანა, ავტობუსის მოძრაობის ზოლების დამატება და სხვა, თუმცა აღნიშნულ სტრატეგიაში არ არის მკაფიოდ გაწერილი მცირე ზომის ავტობუსების შემოსაყვანად აუცილებელი ღონისძიებები,"- ნათქვამია ანგარიშში.




ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თბილისის მერიიდან მიღებული განმარტებით, ავტობუსების მიერ პტი-ს გაუვლელობა  მხოლოდ გამონაბოლქვი სისტემის გაუმართაობით არის გამოწვეული. 



"ავტობუსების უმრავლესობა მოძველებულია, მათი ძრავის შიდა წვის სისტემა აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო შეცვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ისინი არ აკმაყოფილებენ საკანონმდებლო ნორმებს ეკოლოგიური კუთხით. საგულისხმოა, რომ ახალი, ეკოლოგიურად გაცილებით სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების არსებობა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის ასეული მილიონობით ლარის ოდენობის ხარჯის დაზოგვას,“-ნათქვამია ინფორმაციაში.



წყარო :bpn.ge




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები