„გვიყვარდეს გუდაური“ - ტანია გონჩაროვას  სტატუსი გუდაურის ტრაგედიაზე...

„გვიყვარდეს გუდაური“ - ტანია გონჩაროვას სტატუსი გუდაურის ტრაგედიაზე...

access_time2018-03-19 19:46:05

უკრაინული სამაუწყებლო მედიაკომპანიის წამყვანი ტანია გონჩაროვა გუდაურის ინციდენტთან დაკავშირებით წერს:

 

ისევ გუდაურზე. მოსვენებას არ მაძლევს ეს სიტუაცია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვაძლევთ უფლებას, მომხდარი ისე შევაფასოთ, რომ არც წარმოდგენა გვაქვს და არც გამოცდილება საბაგიროს წარმომავლობაზე ან მის მუშაობაზე.

 

მედიაში დაშავებულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ჩემი ინფორმაციით, 11 დაშავებულია და საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა. ჩვენი ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი რამ უკრაინაში არ მოხდებოდა, მინდა, შევახსენო: ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო და ავსტრიაშიც კი, როგორც ჩემი ტრენერი მეუბნება, ავტომატიკა ხანდახან არ მუშაობს...

 

2005 წლის 5 სექტემბერი, ზელდენი, ავსტრია: 9 დაღუპული, 10 დაშავებული. ვერტმფრენს, რომელიც სამშენებლო მოედანზე მუშაობდა, მასზე მიმაგრებული 750-კილოგრამიანი ბეტონის ბლოკი მოწყდა, რომელიც ერთ-ერთ გონდოლას დაეცა. დარტყმისგან საბაგირო გზა მკვეთრად შეირყა და სხვა ვაგონების მგზავრები ფანჯრებიდან გადაცვივდნენ.

 


2000 წლის 11 ნოემბერი, კაპრუნი, ავსტრია: 155 დაღუპული. საბაგირო გზის გვირაბში ხანძრის დროს 2 ფუნიკულიორი დაიწვა. ხანძარს 155 ადამიანი ემსხვერპლა.

 

1998 წლის 3 თებერვალი, Cavalese, იტალია: 20 დაღუპული. საბაგირო გზის გვარლი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გამანადგურებელმა დააზიანა. 20 ადამიანი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ყველა დაიღუპა. მაგრამ ეს არ არის უარესი, რაც იტალიაში მომხდარა! ამავე სათხილამურო კურორტზე 1976 წლის 9 მარტს ფოლადის გვარლი გაწყდა და კაბინა ჩავარდა. 42 ადამიანი დაიღუპა, იმავე ამწეზე.

 

2013 წელს სოჭში საბაგირო გზაზე ხე წაიქცა. იმ მომენტში, შემთხვევის ადგილი ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა. უფრო ადრე კი, 1950 წელს ფრანგი პილოტი ბერნარი გახდა 6 ადამიანის სიკვდილის მიზეზი. თვითმფრინავი F-84F, რომელსაც იგი მართავდა, შეფრინდა Vallée Blanche-ის საბაგიროზე. საინტერესოა, რომ პილოტს პასუხი არ უგია, სამხედრო-საჰაერო ძალების გამომცდელი გახდა, მოგვიანებით - ავიამშენებელი კომპანია Airbus-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

 

ეს ტრაგედიები არ არის მიზეზი გვეშინოდეს ცხოვრების და... გვიყვარდეს გუდაური", - წერს გონჩაროვა.


წყარო : ქართული აზრი

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები