„სალაყაიას მხარის გავრცელებული ინფორმაციით, თავად სალაყაიაც რუსულ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული!“

„სალაყაიას მხარის გავრცელებული ინფორმაციით, თავად სალაყაიაც რუსულ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული!“

access_time2018-03-19 17:11:45

მას შემდეგ, რაც ყველა სამართლებრივი დოკუმენტით დადგინდა, რომ გიორგი სალაყაია არასდროს ყოფილა „ბადაგონის დამფუძნებელი, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათი თქმით „გაკოტრებულ კომპანიას ბანკები მილიონობით სესხს აძლევდნენ, სალაყაიას საინფორმაციო მხარდამჭერებმა ახალი ტიპის საინფომაციო კამპანია დაიწყეს, რითაც ფაქტობრივად აცხადებენ, რომ „ბადაგონს რუსული სპეცსამსახურები აფინანსებდნენ.

 

დაბალრეიტინგიან უკრაინულ და ლატვიურ საიტებზე გავრცელდა ინფორმაციები, რომელთაც აშკარად ეტყობათ დაფინანსებული სტატიების კვალი და რომელიც ზოგიერთმა ქართულმა სააგენტომ შემდეგნაირად „თარგმნა:

 

„ხვდება თუ არა საქართველოს ფინანსური პოლიცია, რომ „ბადაგონის საქმეში „გრუ-ს აგენტების დაკვეთას ასრულებს?

 

„გადამწყვეტი ბრძოლა „ბადაგონისთვის! - დასავლური მედია რუსეთის სპეცსამსახურებისა და საქართველოს მთავრობაში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას

 

სხვათა შორის, ამ თემაზე ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საინფორმაციო გამოცემა for. Ge-მ ადვოკატ იმედა დვალიძეს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ბოდიში მოუხადა - გამოცემამ აღიარა დაშვებული შეცდომა კომპანია „ბადაგონთან დაკავშირებით უკრაინული ვებგვერდიდან გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ფოტოს არასწორად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და კომპანიის ინვესტორების ადვოკატს იმედა დვალიძეს ბოდიში მოუხადა.

 

ერთი სიტყვით, უკრაინულ და ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბადაგონის დამფუძნებლების და ერთადერთი ინვესტორი კომპანიის გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან და რომ თითქოს „გრაკორო საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აქტივობებს აფინანსებდა. ადვოკატი იმედა დვალიძე ბრალდებებზე და რუსულ კავშირებზე მოდავე მხარეს კითხვებით მიმართავს:


 

„მე მაქვს ერთი კითხვა სალაყაიასთან: „გრაკორო როცა დაფუძნდა, 2002 წელს, მაშინაც მისი ბენეფიციარი პატივცემული ჯანჯღავა იყო და ჯანჯღავა მაშინაც რუსეთის მოქალაქე იყო. რუსეთის მოქალაქე იყო უბილავაც, რომელსაც ფული მოჰქონდა კომპანია „ბადაგონში, „გრაკოროს მეშვეობით. ანუ გამოდის, რომ რუსულმა სპეცსამსახურმა, ქართული ღვინის წარმოებაში, „გრაკოროს მეშვეობით მოიტანა 20 მილიონ დოლარზე მეტი?! ანუ ინვესტიცია განახორციელა რუსულმა სპეცსამსახურმა საქართველოში „გრაკოროს მეშვეობით?! ეს არის ლოგიკა?! ანუ ლოგიკა მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს რუსული სპეცსამსახურის ფრთის ქვეშ მყოფმა კომპანიამ განახორციელა საქართველოში 20 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტირება?!

 

და მეორე კითხვა: ახლა გახდა ცნობილი პატივცემული სალაყაიასთვის, რომ თურმე ეს კომპანია რუსული სპეცსამსახურის შვილობილია?! იმას რა ვუყოთ, რომ თვითონ სალაყაია ფლობს კომპანია „გრაკოროში 19 %-ს და თავად ბატონი სალაყაია გახლავთ ამ კომპანიის რეგისტრირებული მდივანი? რა გამოდის ნახეთ - სალაყაია იმ კომპანიაშია, რომელიც ახორციელებდა ინვესტირებას საქართველოში და რომელიც სალაყაიასვე ფრთის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურის ფრთის ქვეშაა! ანუ გამოდის, რომ თვითონაც იქ არის - რუსულ სპეცსამსახურებთან?!

 

დავა „ბადაგონის კანონიერ მესაკუთრეებსა და კომპანიის წილის 100%-ის ამჟამინდელ მფლობელს გიორგი სალაყაიას შორის გრძელდება. სამართალდამცავები საწარმოს და ქონების მითვისების საქმეს იძიებენ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 182-ე მუხლით რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ითვალისწინებს და 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

აქ არ მიმდინარეობს ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია. ეს არის სამართლებრივი ბრძოლა ბატონი სალაყაიას მხრიდან კანონიერი მესაკუთრეების კუთვნილი წილის მიმთვისებლის წინააღმდეგ. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია არის პროვოკაციული მცდელობა ყურადღების სხვა სიბრტყეში გადატანის მიზნით.

 

ბატონი სალაყაია დანაშაულის დაფარვას იმით ცდილობს, რომ გადააქვს საკითხი პოლიტიკურ სიბრტყეში. აქამდე საერთოდ უარყოფდნენ, რომ „გრაკოროს, უკან თეიმურაზ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა იდგა, ახლა კი სტრატეგია შეცვალეს და შეკვეთით, სხვადასხვა, გაურკვეველი წარმოშობის მედიასაშუალებებით ავრცელებენ სრულიად აბსურდულ ინფორმაციას, რომ ბადაგონის საქმის უკან დგას რუსეთის ორი მოქალაქე, რომ ამის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან - აცხადებს ადვოკატი იმედა დვალიძე.

 

(NS)

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები