გიორგი ჩოგოვაძე - გუდაურში სხვა საბაგიროების  შემოწმების საჭიროება არ დგას

გიორგი ჩოგოვაძე - გუდაურში სხვა საბაგიროების შემოწმების საჭიროება არ დგას

access_time2018-03-16 17:19:13

გუდაურში სხვა საბაგიროები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ და მათი შემოწმების საჭიროება არ დგას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, მათი გამართულობის შესახებ შემოწმების აქტები არსებობს.



“სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა მათგანი გამართულია და ეს დადასტურებულია სხვადასხვა შემოწმების აქტებით. ეს საბაგიროები, რომელიც საქართველოში არის, მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლის მიერ არის შექმნილი”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.



ამასთან, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმადე იქნას დაყვანილი. „ამ მიმართულებით ანალიზი გაკეთდება. თუმცა შემიძლია გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმადე დავიყვანოთ“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.



მისივე თქმით, მთავარი ამოცანა და საფიქრალი ამ ეტაპზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაა, სხვა ყველაფერს უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი. ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. 



IPN



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები