''National Geographic Traveler '' ბათუმს ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში ასახელებს

''National Geographic Traveler '' ბათუმს ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში ასახელებს

access_time2018-03-15 15:41:53

„National Geographic Traveler"-მა ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა. პოლონურ გამოცემაში ბათუმი, როგორც უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი ისეთი ქალაქების გვერდით სახელდება, როგორებიცაა ნიცა, პალერმო, ამსტერდამი და ოქსფორდი. „მზესთან ახლოს" ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გამოცემის მარტის ნომერში ბათუმსა და ზოგადად აჭარას მიეძღვნა.

 

 

„ჩვენ ვიცით ბედნიერების რეცეპტი" ამბობენ ქართველები. ეს შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენოთ, თუმცა ბათუმში გატარებულმა მხოლოდ ერთმა „ვიკენდმაც" კი დამარწმუნა ამ სიტყვების სიმართლეში," ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი ბუაჟეი გრიგილი, რომელიც მკითხველს შავიზღვისპირეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს აცნობს.

 

 

სტატია, რომელიც მკითხველს აჭარაში სამოგზაუროდ ეპატიჟება "National Geographic Traveler"-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ჟურნალისტი ბათუმში ვიზიტისას საუკეთესო ადგილებს ასახელებს, რომელთა შორისაა ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ევროპის მოედანი და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ის ასევე, ხაზს უსვამს მთიან აჭარასა და ადგილობრივ სამზარეულოს, სადაც ულამაზეს ბუნებაში ტურისტებს უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. „National Geographic Traveler"-ის ჟურნალისტი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა.


 

 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედია საშუალებებში გამოქვეყნდეს. ჩვენი მოწვევით გასულ წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა. შედეგად, კი მივიღეთ 150-ზე მეტი მედიაპროდუქტი რეიტინგულ ტელევიზიებში, ჟურნალებსა და ონლაინ გამოცემებში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოტენციური ტურისტები თავიანთ ქვეყნებშივე გაეცნონ აჭარას მსგავსი სტატიებით, საინტერესო რეპორტაჟებითა თუ გადაცემებით. ამ ყველაფერს კი ემატება ჩვენს სამიზნე ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიები შედეგად, კი ვღებულობთ აჭარის პოზიტიურ იმიჯსა და ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ჩვენს ქვეყანაში. აჭარის შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნებულა, თუმცა ისეთი ქალაქების გვერდით ბათუმის დასახელება, როგორიცაა ნიცა, ამსტერდამი და პალერმოა ნამდვილად ორმაგად სასიხარულოა," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები