იტალიის ელჩი – „ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია“

იტალიის ელჩი – „ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია“

access_time2018-03-15 13:49:56

„ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია" - ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

 

ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მადლობა გადაუხადა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომ იტალიის საელჩოს საქართველოში Check in Georgia-ს პროექტში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

 

 

ელჩის განცხადებით, წლევანდელ Check in Georgia-ს ფარგლებში იტალიური მხარე ბევრი ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობს და მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეობას.

 

 


„ჩვენი მთავარი სურვილი იყო, ჩავრთულიყავით და გვეთანამშრომლა ისეთ ღონისძიებაში, რომელიც მანამდე საქართველოში არ გამართულა და ეს არის მსოფლიოს უნივერსალური, დიდოსტატი მხატვრების გამოფენა. ჩვენ დავიწყეთ ბოტიჩელითა და კარავაჯოთი და წელს ვაგრძელებთ ისეთი დიდი სახელით, როგორიც არის მიქელანჯელო", - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

 

 

იტალიის ელჩის თქმით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა, მათ შორის ერთ-ერთი არის რენესანსის პერიოდის გრაფიკა, ლეონარდოს, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, რაფაელისა და ბევრი დიდოსტატის ნამუშევრის გამოფენით.

 

 

მისი განცხადებით, ასევე წარმოდგენილი იქნება ფერთა დიდოსტატის, ტიციანის ორიგინალი მადონა ბავშვით, იქნება თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა და ყველა გამოფენა გაიხსნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს 18 მაისს. აგვისტო-სექტემბერში კი იქნება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება ბაროკოს პერიოდს.

 

 

„ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისა და Check in Georgia-ს მტკიცე მხარდაჭერა", - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები