აშშ-ს ქალაქებში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება

აშშ-ს ქალაქებში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება

access_time2018-03-13 21:06:51

აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება, სადაც წარმოდგენილია მცირე მარნები: „იაგოს ღვინო", „ოქრო ღვინოები", „ხოხბის ცრემლები", „მარიამ იოსებიძე" და „რამაზ ნიკოლაძის ღვინის მარანი". ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აშშ-ში თავად წარადგენენ.

 

როგორც "კომერსანტს" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქართული ღვინის დეგუსტაციები ტარდება საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს" (OUR BLOOD IS WINE) ჩვენების ფონზე. ფილმის რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.


დეგუსტაციებზე, ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილია ქართული სამზარეულოც. ქართული ღვინის დეგუსტაციები უკვე ჩატარდა ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში, დღეს გაიმართება პორტლენდში, ხოლო მომდევნო დღეებში ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში. ქართველი მეღვინეები აშშ-ში იმყოფებიან ნატურალური ღვინოების იმპორტიორის, კრის ტერელის (Christopher Terrell) მიწვევითა და ორგანიზებით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით.


 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები