გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

access_time2018-03-13 19:54:12

საქართველოს მთავრობა მიესალმება აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აფასებს მის მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების პროცესში, - პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან შეხვედრისას განაცხადა.

 


საუბარი შეეხო რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით აქვს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებაზე, რის შედეგადაც, ქვეყანაში რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა.

 


მხარეებმა ისაუბრეს ADB-ის პარტნიორობის სტრატეგიის ძირითად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ბანკის 2018-2020 წლების საოპერაციო ბიზნესგეგმა საქართველოსთვის, ასახავს მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერს ოთხპუნქტიან გეგმაში გაწერილ სტრატეგიას.

 


პრემიერმა აზიის განვითარების ბანკს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა; ასევე - ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის როლს საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების განხორციელების პროცესში.


 


მხარეებმა ისაუბრეს ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

 


აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სახელმწიფო და კერძო სექტორში განხორციელებულია 2.5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროექტები.
შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები