ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2018-02-14 20:20:23

განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე.

 

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ცვლილებების თანმდევ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება უახლოესი თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით აღინიშნა სექტორის მონაწილეების ჩართულობა ამ პროცესში. შეხვედრაზე აქტიური მსჯელობის საგანი იყო საზედამხედველო მოთხოვნების გამკაცრება კაპიტალიზაციისა და დარეზერვების კუთხით, თუმცა ყველა შეთანხმდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგიის აუცილებლობაზე. ასევე, ვიცე-პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა სექტორის გამჭვირვალობისა და საფინანსო ანგარიშგებების სანდოობის ამაღლების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს, აუდიტის მნიშვნელობას და საოპერაციო სისტემების გამართულობას. შეკითხვები დაისვა შესაფერისობის კრიტერიუმებთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

 


შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც მიკროსაფინანსო სექტორის დინამიურ და სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

დღეისათვის ბაზარზე 72 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.

 

 

 

 



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები