თებერვალში მოქალაქეებს წყლის გადასახადი გაეზარდათ

access_time2018-02-14 17:00:55

მოქალაქეებს წყლის გაზრდილი ტარიფის გადახდა უკვე თებერვალში მოუწევთ. ამის შესახებ, მოქალაქეთა ნაწილმა სმს შეტყიბინება უკვე მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, წინასაახალწლო პერიოდში მიიღო.

 

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, წყლის ტარიფი თბილისის გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, გაუმრიცხველიანებლისთვის კი 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით გაიზარდა. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით დაახლოებით, 2 თეთრით შემცირდა.

 

კერძოდ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებულ აბონენტებს თებერვალში - 0.329 თეთრის/მ3, გაუმრიცხველიანებელ აბონენტებს (სულადობრივი) - 3.892 ლარის/სულზე/თვეში გადახდამოუწევთ. არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი - 4.400 ლარი/მ3-ი იქნება.

 


ამასთან, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით, 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებელ აბონენტებს 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით, 35 თეთრით გაუძვირდა.

 

კერძოდ, შპს „მცხეთის წყალის“ წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფებია: გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის - 0.329 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი) - 3.888 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო ტარიფები - 3.548 ლარი/მ3.

 

რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს“, მისი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფებია: გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის - 0.405 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი) - 2.281 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო ტარიფები - 3.644 ლარი/მ3.

 

შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის მიერ დადგენილი აღნიშნული ტარიფები ძალაში 2020 წლის ბოლომდე იქნება.


წყარო:bpn.ge




გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები