კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილზეა

access_time2018-02-14 16:00:14

კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ფონზე, ბირტკოინის და სხვა ვირტუალური ფულს მოპოვება გახდა ერთ-ერთი  ყველაზე განხილვადი თემა მსოფლიოში 2017 წელს. ამიტომაც სააგენტო Bloomberg შეადგინა იმ ქვეყმების რეიტინიგი, სადაც კრიპტოვალუტების მოპოვება ყველაზე მარტივია და მომგებიანი.

 

კვლევაში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორც ელექტროენერგიის ღირებულება, განახლებადი რესურსების არსებობა, ინტერნეტის საშუალო სიჩქარე, და კლიმატური პირობები.

 

კრიპტოვალუტის მოპობება დაკავშირებულია ძალიან დიდ ენერგოდანახარჯებთან, რაც ზოგჯერ იწვევს ტექნოგენურ კატასტროფებს - მაგალითად, 7 თებერვალს რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში გაჩნდა ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში, და გამოძიების მონაცემებით, ამის მიზეზი გახდა მცირე მასშტაბის მაინინგ-ფერმა, რომელიც განლაგდა ერთ-ერთ ბინაში.

 

თანაც ეს არაა ერთეული შემთხვევა - ხანძრები ხშირად ჩნდება კრიტპოვალუტების მოპოვების დროს უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფის გამო.

 

ამიტომაც, ელექტროენერგიის ფასი და ჰაერის ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვაია კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის, ისევე როგორც განახლებადი ენერგორესურსები  და ინტერნეტის სიჩქარე.

 

მნიშვნელოვანი პირობაა ასევე ბიზნესის წარმოების სიმარტივე და გამჭირვალობა, რაც დიდწილად დამოკიდებულია კრიპტოვალუტების და ციფრული ეკონომიკის დანერგვაზე სახელმწიფოში.

 

მსოფლიო ლიდერი  ქვეყნების უმრავლესობა საკმაოდ ფრთხილად უყურებს ვირტუალურ ფულს, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ამ ეტაპზე უკვე მომწიფდა შესაბამისი კანონის მიღების აუცილებლობა, რადგანდაც ეს სფერო საჭიროებს რეგულირებას.

 

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით,  კრიპტოვალიტის მოპოვებისთვის არსებული პირობების მიხედვით, მსოფლიო ლიდერები აღმოჩდნენ არგენტინა, კანადა, ჩინეთი, შვეიცარია, და განსაკუთრებით ისლანდია, რომლის მოხმარების 100% წარემოადგენს ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადი ელექტროენერგია, თანაც, ყველაზე იაფი მსოფლიოში (35 დოლარი 1 მეგავატში).

 

ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს ავსტრალიას, სადაც კრიპტოვალუტების მოპოვება ძალიან რთულია - ამის მიზეზებია ძალიან ძვირი ელექტროენერგია (129 დოლარი 1 მვტ) და ცხელი კლიმატი.


 

ძვირადღირებლი ენერგიის, და შესაბამისად მაინინგისთვის არახელსაყრელი ქვეყნების სიაში შევიდნენ უგანდა, იაპონია, და ბრიტანეთი.

 

რეიტინგში ასევე მოხდვა რუსეთიც, რომელმაც დაიკავა მე-11 ადგილი. ქვეყნის უპირატესობაა კრიტპოვალუტების მაინერებისთვის არის იაფი ელერქტროენერგია (47 დოლარი 1 მვტ.), და ძალიან ცივი კლიმატი - რუსეთზე ცივი ქვეყანა რეიტინგში არის მხოლოდ კანადა.

 

ამას ემატება შედარებით კარგი პირობები ბიზმესის წარმოებითვის  - მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზმეს-გარემოს კუთხით რუსეთმა დაიკავა 35-ე ადგილი, რაც ასევე ხელს უწყობს კრიპტოვალუტების მაინინგის განვითარებას ქვეყანაში.

 

მნიშვნელოვანია ასევე გაიყოს ისეთი მცნებები, როგორც ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ვალუტების მოპოპვება, და მათი გამოყენება. მაგალითად,  ჩინეშთი შექმნილია ყველა აუცილებელი პირობები ვიტრუალური ვალუტების მოპოვებისთვის, თუმცა მისი გამოყენება კატეგოროულად აკრძალულია - მეტიც, ბლოკირებულია კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა საიტი, ყველა კრიპტო-ბირჟა არის კანონგარეშე.

 

და პირიქით - აშშ, სადაც ელექტროენერგია საკმაოდ ძვირია, და ამიტომაც კრიპტოვალუტების მოპოვება ნაკლებად მომგებიანია (შტატებბზრე მოდის ვალიტების მინინგის მხოლოდ 20%), მთავრობა ხელს უწყობს ვირტუალური ვალურების გამოყენებას, და ახორციელებს ამისთვის პროტექციონისტულ პოლიტიკასაც კი.

 

მაგალითად, ნიუ-იორკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო 15 მვტ. იაფი ელექტროენეგრია მაინერებისთვის, ხოლო სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის სახელმწიფო კომისიის თავჯდომარემ  კრისტოფერ ჯანკარლომ, და ფასიანი ქაღალდების კომისიის ხემძღვანელმა ჯეი კლეიტინმა განაცხადეს რომ მათ ძალიან აინტერესებთ კრიპტოვალუტევბი.

 

„ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ხაზინასთან და ფედერალურ რეზერვთან შესაბამისი კამონმდებლობის მიღების საკითხები“ - განაცხადა კლეიტონმა.

 

Bloomberg-ის რეიტინგში განსაკუთებული ადგილი უჭირავს საქართველოს, რომელიც აღმოჩნდა მე-7 ადგილზე - წინ არიან არგენტინა, ავსტრია, ავსტრალია, კანადა, ჩილე, და ჩინეთი.

 

ექსპერტების შეფასებით საქართველოში საკმაოდ იაფი ელექტროენერგიაა - 47,7 დოლარი 1 მვტ.,  ძალიან მაღალია განახლებადი ენერგიის წილი ენერგობალანსში - 75%.

 

გამოცემა ასევე გაესაუბრა ქართველ მაინერეს ვახტანგ გოგოხიას რომელმაც გახსნა ფერმა დახურული ქარხნის ტერიტორიაზე.

 

28 წლის მეწარმემ დააფუძმა სტარტაპი Golden Fleece, და ამჟამად აპირებს მის გაფართოვებას.

 

„ჩვენ ვიღებთ იაფ ელექტროენერგიას ადგილობრივი ჰიდროელექრტოსადგურისგან, თუმცა ამ ეტაპზე ვგეგმაბვთ მზის პანელების და ჰაერის ტურბინების დაყენებას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება 40 მლნ. დოლარი, და შევეცდებით ამ თანხების მოზიდვას ICO-ს მეშვეობით“ - ამბობს ვახტანგ გოგოხია.

 

Bloomberg-ის შეფასებით, ინვესტორები მთელს მსოფლიოში ეძებენ საუკეთესო პირობებს კრიტოვალუტენის მაინინგისთვის, და საქართველო არის ამ რბოლის ერთ-ერთი ფავორიტი - იაფი ენერგიით და ბიზნესის წარმოების კარგი პირობებით.

 

 

წყარო:Bloomberg



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები