არსებობს თუ არა საქართველოში „ქათმის გრიპის“ გავრცელების საფრთხე? - ოფიციალური განმარტებები თბილისში

არსებობს თუ არა საქართველოში „ქათმის გრიპის“ გავრცელების საფრთხე? - ოფიციალური განმარტებები თბილისში

access_time2018-02-14 13:15:37

„საქართველოში ირანიდან  მეფრინველეობის  პროდუქტი არ შემოდის, შედეგად, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ „მეფრინველეობის განვითარების  ასოციაციის თავმჯდომარე“  ზურაბ უჩუმბეგაშვილი ირანში  გავრცელებულ  „ქათმის გრიპის“ ეპიდემიას.

 

როგორც უჩუმბეგაშვილი აცხადებს, ირანიდან ქვეყანაში  ხორცი არც ადრე შემოდიოდა, რადგან აღნიშნულ ქვეყანა ვერ აწარმოებს იმდენს, რომ ექსპორტი განახორციელოს. „თავის სამყოფი არ აქვთ და  იმპორტს თავად ახორციელებენ“-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

 

რაც შეეხება კვერცხს, „მეფრინველეობის განვითარების  ასოციაციის“  თავმჯდომარე  აღნიშნავს, რომ ირანიდან აღნიშნული პროდუქტის იმპორტი რამდენიმე წლის წინ ხორციელდებოდა, თუმცა, 3-4 წელია აღარ შემოსულა.

 

უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ მეფრინველეობის პროდუქტები არ შემოდის არც   აზერბაიჯანიდან, რადგან ფასით არახელსაყრელია.

 


შემოდის თუ არა საქართველოში ირანიდან და აზერბაიჯანიდან  მეფრინველეობის რომელიმე პროდუქტი  ამის გადამოწმება კომერსანტმა სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც სცადა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვეყანაში დასახელებული ქვეყნებიდან არც ქათმის და არც კვერცხის იმპორტი არ ხორციელდება. 

 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში, „ქათმის გრიპის“ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ირანიდან მეზობელ ქვეყანაში ცოცხალი ქათმებისა და ქათმის პროდუქტების შეტანა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.

 

გამოცემა აზერბაიჯანის ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ქათმის გრიპთან დაკავშირებით ირანში 25 მილიონი ფრინველი განადგურდა. 


იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი გადამფრენი ფრინველების გზად მდებარეობს, მოცემული დაავადების გავრცელების აღსაკვეთად, ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახურმა ფერმერებსა და საოჯახო საფრინველო მეურნეობების მქონე მოქალაქეებს ურჩია, რომ ფრინველი ჩაკეტილ პირობებში ამყოფონ.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები