საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს ინფლაციას 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს პროგნოზირებს

access_time2018-02-14 12:09:20

საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „როიტერსთან“ საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ზომიერ შერბილებას გეგმავს.


ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი განაგრძობს შემცირებას მიმდინარე წლის განმავლობაში და საშუალოდ ინფლაცია ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მოსალოდნელია, რომ თებერვალში წლიური ინფლაცია იანვრის მაჩვენებელზე დაბალი იქნება, თუმცა სამომხმარებლო ფასები ცვალებადია.


გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას „გარკვეული პერიოდის შემდეგ“ დაუბრუნდება.



„2019 წლის ბოლოსკენ - 2020 წლის დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი იქნება ნეიტრალურ მაჩვენებელთან ახლოს, რაც 5-6 პროცენტია. ჩვენ შეიძლება უფრო ადრეც - მიმდინარე წლის განმავლობაში დაგვჭირდეს პოლიტიკის შერბილება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


ამასთან, კობა გვენეტაძე ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომ შემცირებას მოელის.


„ვფიქრობ, რომ 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება და ველი, რომ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება 2018 წელს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


მისივე თქმით, მიმდინარე ეკონომიკური ინდიკატორები მიუთითებს, რომ 2018 წელს „იქნება ეკონომიკის გასულ წელს დაწყებული გაჯანსაღების გაგრძელება“.


„ამ ადრეულ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 4.5 პროცენტთან ახლოს, რაც სოლიდური ზრდაა. სჯობს, კონსერვატულად მივუდგეთ სიტუაციის შეფასებას,“ - განაცხადა გვენეტაძემ.


ავტორი: ipn



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები