საკადრო წმენდა მერიაში

საკადრო წმენდა მერიაში

access_time2018-02-14 12:11:37

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერიის რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში დააყენა. საუბარია,  მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულ მოკვლევაზე, რომლის შედეგადაც რამდენიმე მიმართულებით ხარვეზები გამოკვეთა. კერძოდ, კეთილმოწყობის სამსახურში ორმა თანამშრომელმა ინტერესთა შეუთავსებლობის წესი დარღვია. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებით საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს.  კახა კალაძის თქმით, არაპროფესიონალი თანამშრომლები მერიის სამსახურს არ სჭირდება.

 

„მსგავსი ფაქტი  უარყოფითად აისახება მერიის მუშაობის ხარისხზე, ამიტომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები  ჩვენთან ვერ იმუშავებენ. ვიცე- მერს ვავალებ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ქალაქის მსახური იქნება“-განაცხადა კახა კალაძემ.  

 

ცნობილი ხდება ისიც, რომ სამსახურიდან კახა კალაძე მეტრო „ვარკეთილის“ ტენდერში ჩართულ მერიის თანამშრომლებსაც ათავისუფლებს.

 

მერმა ინფრასტრუქტურული პროექტებზე ხარისხისა და ადამიანის უსაფრთხოების დაცვის გამკაცრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ვარკეთილის მეტროსადგურში მოხმდარი ფაქტის შემდეგ, შესწავლილ იქნა არსებული გარემოებები და გამოიკვეთა, რომ სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა.


 

„კერძოდ, ვარკეთილის მეტროს შემთხვევაში საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როცა ეს აუცილებელი იყო. ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, რის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ. მანამდე კი სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ვავალებ იმ ადამიანების გათავისუფლებას დაკავებული პოზიციებიდან, ვინც სატენდერო პროცესებში ჩართული იყო“,- განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ბოლო მოვლენებმა აჩვენეს, რომ არსებული მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ხარისხსა და უსაფრთხოებას, ამიტომ  სატენდერო დოკუმენტაციაში აუცილებელი გახდება ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხის კონტროლი.

 

„ეს ექპერტიზა იქნება სავალდებულო.  ასევე განვახორიცელებთ მუდმივ ზედამხედველობას საპროექტო სამუშაოებზე. თითოეული პროექტის ხარისხისა და ადამიანის უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი“-აღნიშნა კალაძემ.

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები