თბილისის მერმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება, თუ კრიზისი?“

access_time2018-02-13 20:05:49

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში - „თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება, თუ კრიზისი?" მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

 

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობა არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რადგან ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ერთობლივად, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

 

 

„მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქისთვის, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებითა და ჩართულობით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რადგან გვინდა, მშენებლობის პროცესში მხოლოდ მერისა და მერიის სამსახურები არ იყვნენ ჩართული. როდესაც ჩვენი უფლებამოსილება დასრულდება, ვიტყვით, რომ არა მერმა და მერიამ განახორციელა ეს პროექტები, არამედ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 


თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვის პროცესში ჩართვა შესთავაზა. მისი თქმით, დოკუმენტის მიღების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

 

 

სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე თბილისის ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს. საუბარი ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეეხო.

 

 

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ კონფერენციაზე ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

 

 

 



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები