თქვენს მიერ შეძენილი უძრავი ქონება შესაძლოა, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს

access_time2018-02-13 16:20:57

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რა უფლებებით სარგებლობენ, რა პრობლემებს აწყდებიან და როგორ უნდა დაიცვან თავი რისკებისგან - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც მოქალაქეები საადვოკატო ბიურო OK&CG –ს ხშირად მიმართავენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ ამ და სხვა კითხვებს, კომპანიის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე პასუხობს.

 

რას ნიშნავს კეთილსინდისიერი შემძენი საქართველოს კანონმდებლობაში?

 

იმისთვის, რომ ნივთის შემძენი ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად, სამოქალაქო კოდექსით დადგენილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც ნივთის შეძენის ფაქტისადმი შემძენის კეთილსინდისიერებაში გამოიხატება. აღნიშნულ საკითხს საქართველოს კანონმდებლობაში „სამოქალაქო კოდექსში“ და მასში არსებული ცნება -

„კეთილსინდისიერი შემძენი“ არეგულირებს. სამოქალაქოსამართალში მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით, შემძენი შეიძლება გახდეს ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

 

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი?

 

კეთილსინდისიერად ჩაითვლება შემძენი, რომელმაც მესაკუთრისგან შეიძინა ნივთი და შესაბამისი პროცედურების დაცვის შემდეგ გახდა ნივთის ახალი მესაკუთრე; აგრეთვე შემძენი, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.


 

რა შემთხვევაში ვერ გახდება ახალი მესაკუთრე კეთილსინდისიერი შემძენი?

 

კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის ახალი მესაკუთრე, თუ ეს ნივთი ძველმა მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. თუმცა, მოცემული გამონაკლისი ვრცელდება მოძრავი ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევაში, ხოლო რაც შეეხება უძრავ ნივთებს მათზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციების მიმართ კი მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია, რომელსაც ნივთის შემძენი შეიძლება დაეყრდნოს.

 

 

იურიდიულ კომპანია OK&CG-თვის რამდენად ხშირად მოუმართავთ მოქალაქეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

 

ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით აქვთ შეძენილი ქონება. კერძოდ, გაფორმებული აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, წინასწარ აქვთ გადამოწმებული საჯარო რეესტრში ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით რეგისტრირებული მონაცემები და საკუთრების უფლების დარეგისტრირების მიზნით მიმართეს კიდეც საჯარო რეესტრს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შეძენილ ქონებას გარკვეული ნაკლი გააჩნია.

 

თქვენი პრაქტიკის მიხედვით, რატომ ხდება აღნიშნული საკითხი პრობლემური?

 

ამ შემხთხვევაში პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პროცესში მესამე პირი ერთვება, რომელსაც გარკვეული მოთხოვნები აქვს ძველი მესაკუთრის მიმართ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მიმართავს სასამართლოს და სადავოდ ხდის ახალი მესაკუთრის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ შემძენი (ახალი მესაკუთრე) იძულებულია, იმისთვის, რომ შეძენილი ქონება არ დაკარგოს, სხვის მიერ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს. მოცემულ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენი, თუ ის აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის დადგენილ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ხდება ახალი მესაკუთრე, რომლიც დაუცველი რჩება კანონის წინაშე და საფრთხის ქვეშ დგება მისი, როგორც სრულუფლებიან მესაკუთრედ ყოფნის საკითხი, ასევე ბუნდოვანი ხდება იმ თანხის უკან დაბრუნების საკითხი, რომელიც უძრავი ნივთის სანაცვლოდ გადაიხადა.

 

წყარო:bpn



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები