ადვოკატი: პრეტენზიას ვაცხადებთ ჩვენი კუთვნილი წილის დაბრუნებაზე „ბადაგონში" და ჩვენს ინტერესში არ შედის, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩეროს

access_time2018-02-13 15:08:18

დღეს, ვლადიმერ ჯანჯღავას და კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი"-ს ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ დოკუმენტაცია, წარმოადგინეს, რომელიც მათი თქმით, "გრაკოროს" მიერ კომპანია "ბადაგონში" ინვესტიციების განხორციელების ფაქტს, აგრეთვე წილების ფორმალურად გადაფორმებისას კომპანიის რეალურ ღირებულებას ადასტურებს.

 

„ვაცხადებთ პრეტენზიას ჩვენი კუთვნიილი წილის დაბრუნებაზე და შესაბამისად პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში არ შედის, რომ მოხდეს საწარმოს გაჩერება. მით უფრო ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს",-აცხადებს ადვოკატი იმედა დვალიძე. 

 

„გიორგი სალაყაია, წინა ბრიფინგზე გაჟღერებულ ჩვენს სამ პრინციპულ დღემდე არ პასუხობს. შეგახსენებთ ამ სამ კითხვას: 1 რა თანხის ინვესტიცია განახორციელა კომპანია „ბადაგონში" ვლადიმერ ჯანჯღავამ კომპანია „გრაკოროს" მეშვეობით? 2 თავად სალაყაიამ რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელა კომპანია „ბადაგონში" და 3 რა ფასად და რა პირობით შეიძინა მან კომპანია „ბადაგონის" საბოლოო ჯამში 100%-იანი წილი. - აღნიშნა ადვოკატმა იმედა დვალიძემ, მისი თქმით სალაყაია გაურბის „ბადაგონში" წილის მითვისების თემაზე საუბარს.

 

იმედა დვალიძემ ასევე კომენტარი გააკეთა გიორგი სალაყაიას ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა 2015 წელს ბადაგონის წილების გადაფორმების მომენტისათვის კომპანიიის ღირებულება იყო ზერო ანუ ნული და თითქოსდა კომპანია იყო ფაქტიურად ბანკროტი. აღნიშნულის საპასუხოდ ჯანჯღავას ადვოკატებმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს დოკუმენტი, კომპანიის კრების ოქმი რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ 2015 წლის იანვარში კომპანია "ბადაგონის" ღირებულება შეადგენდა სულ მცირე, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს. იმედა დვალიძემ ასევე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც იმავე პერიოდშია გაკეთებული და სადაც თავად სალაყაიაც საუბრობდა კომპანია „ბადაგონის" წარმატებაზე და იმაზე, რომ საწარმო იყო #1 და წარმოედგენდა საქართველოს სახეს.

 


გარდა ამისა ადვოკატმა ასევე წარმოადგინა დოკუმენტები კომპანია „ბადაგონის" ერთადერთი ინვესტორის - ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის" მეშვეობით კომპანია ბადაგონში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ და აღნიშნა, რომ 2006 წელს, როცა რუსეთის მხრიდან ემბარგო გამოცხადდა ქარხნის მშენებლობა არ შეჩერებულა და მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. ადვოკატმა ასევე წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის შესაბამისად, 2011 წლამდე ინვესტიციების სახით მოზიდული 14 მილიონი დოლარი, ვლადიმერ ჯანჯღავამ „გრაკოროს" მეშვეობით „ბადაგონის" საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ანუ ფაქტობრივად კომპანიას აჩუქა.

 

ჩვენ ვითხოვთ იმ წილის დაბრუნებას, რომელიც წილიც ფორმალურად იყო გადაცემული გიორგი სალაყაიაზე. ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანიამ დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დააბანდა საწარმოში და თუნდაც ის ფაქტი, რომ წილის ფორმალური გადაცემისას კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა 10 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსი მოეთხოვა ერთ-ერთი ქართული ბანკისგან, ადასტურებს კომპანიის რეალურ ფასს და ღირებულებას",-განაცხადა დვალიძემ.

 

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ხშირად აპელირებს მოწინააღმდეგე მხარე, ისაა, თუ რატომ მივმართეთ ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. რომ თითქოს ეს სამოქალაქო დავაა. „მთელი ამ დღეების განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მითვისება ან გაფლანგვა, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებაა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის კანონიერი მფლობელობაში ან განმგებლობაში, დანაშაულს წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობით სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია ის სუბიექტი, რომელიც ამ დანაშაულს უნდა იძიებდეს.

 

იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდეს გიორგი სალაყაიას, რომ მან საქმესთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებს უპასუხოს და ხელოვნურად არ შეეცადოს საქმის სხვა სიბრტყეში უსაფუძვლოდ გადატანას.

 

(NS)

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები