მოსახლეობა ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი ლარის ქონებას კარგავს

მოსახლეობა ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი ლარის ქონებას კარგავს

access_time2018-02-13 20:00:55

სხვადასხვა საფინანსო კომპანიისა და კერძო პირების მიერ დასაკუთრებული ქონება ყოველ წელს ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. მხოლოდ კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი, ბოლო მონაცემის მიხედვით, 210 მლნ ლარს გაუტოლდა.

 

როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, მიკროსაფინანსოები და მევახშეები, ჯამში, გაცილებით მეტი ქონების რეალიზებას ახდენენ, ბოლო წლებში მინიმუმ 2/3-ს ისინი ისაკუთრებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს სხვადასხვა ფინანსური ჯგუფის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარის ფარგლებში იქნებოდა.

 

ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ 209 192 767 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის ქონება “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე ირიცხება. 2017 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 94,9 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე – 58,5 მლნ ლარით არის “თიბისი ბანკი”. სამეულში შედის “ბანკი ქართუ”, რომლის ანგარიშზეც 31,8 მლნ ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებაა.

 

დანარჩენი ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლი კი ასე გამოიყურება: “ვითიბი ბანკი” – 9 621 861 ლარი, “ტერა ბანკი” – 5 922 476 ლარი, “ბაზისბანკი” – 5 440 010 ლარი, “სილქ როუდ ბანკი” – 1 159 039 ლარი, “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო” – 600 000 ლარი, “ბანკი კრედო” – 357 866 ლარი, “ხალიკ-ბანკი საქართველო” – 310 450 ლარი.

 

მდგომარეობა სულ უფრო უკონტროლო ხდება, რადგან წლიდან წლამდე ბანკების, სხვა საფინანსო ორგანიზაციების ან თუნდაც კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი მკვეთრად იზრდება. მონაცემები, რომლებსაც ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” აქვეყნებს, შემდეგი სახისაა: 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, სსიპ “აღსრულების ეროვნული ბიუროს” მიერ სულ რეალიზებულია 11 796 უძრავი ქონება, 2014 წელს – 1343 ერთეული, 2015-ში – 1 410-მდე. 2016 წელს აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონება 359-ით გაიაზარდა და 1 769 შეადგინა. კონკრეტულად 2016 წელს რეალიზებული უძრავი ქონებიდან კომერციულ ბანკებზე 454 (25.7%) მოდიოდა. 337 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც საერთო რაოდენობის 19%-ის ტოლია. 978 შემთხვევაში კრედიტორებს კერძო მევახშეები და იურიდიული პირები წარმოადგენენ, რაც მთლიანი რაოდენობის 55.3%-ია.


 

2016 წლის ტენდენციისგან დიდად არ განსხვავდებოდა შარშანდელი წელი. მართალია, ზუსტი საერთო მონაცემები ჯერ არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შარშანაც იძულებით რეალიზებული ქონების ნახევარი კერძო მევახშეებმა მიისაკუთრეს, ხოლო დაახლოებით მეხუთედი – მიკროსაფინანსოებმა. შესაბამისად, თუკი მხოლოდ ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი 210 მლნ-ს აღწევდა, მსო-ები და მევახშეები ჯამში გაცილებით მეტი ქონების რეალიზებას მოახდნენდნენ, რადგან ბოლო წლებში მინიმუმ 2/3-ს ისინი ისაკუთრებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს სხვადასხვა ფინანსური ჯგუფის დასაკუთრებული ქონების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარის ფარგლებში იქნებოდა.

 

“საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა, რომ მსესხებელი იმიტომ მიდის კერძო მევახშესთან, მას სესხს არ უმტკიცებს არც ბანკი და არც მიკროსაფინანსო.

 

“ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითხოვენ კომერციული ბანკები და ასევე სხვა საფინანსო კომპანიები უძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფას, რამდენად გავრცელებულია ასეთი მეთოდით მუშაობა. ჩვენ ყოველწლიურად ვიკვლევთ დასაკუთრებულ უძრავი ქონების მოცულობას (ოღონდ – აღსრულების ბიუროს მიერ აუქციონზე გაყიდულს) და იქ, როგორც წესი, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კერძო მევახშეებისა. ეს მათი ინტერესიდან მომდინარეობს. მევახშეები შეფასებული თანხის დაახლოებით 30-40%-ს გასცემენ სესხის სახით, ბანკმა კი შეიძლება, 80%-მდეც დააკრედიტოს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კერძო მევახშეთა დიდი ინტერესი მოდის უძრავ ქონებაზე.

 

რაც შეეხება მსესხებელს, ის იმიტომ მიდის მევახშესთან, რომ სესხს არ უმტკიცებს ბანკი და მიკროსაფინანსო. სხვა შემთხვევაში კერძო პირისგან ორმაგ ფასად იმავე პროდუქტს, რასაც საფინანსო სექტორი სთავაზობს, არავინ შეიძენდა. განსხვავებაა გადახდის მხრივაც, როდესაც ბანკებსა და მიკროსაფინანსოებში პროცენტთან ერთად ძირი თანხაც იფარება. კერძო გამსესხებელთან პროცენტის გადახდის შემთხვევაში ძირი უცვლელი რჩება”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” კეპულაძემ.

 

ბანკების, საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული ქონების მიზეზად სოციალურ პრობლემებს ასახელებს ეკონომისტი ირაკლი ბერძენაძე. მისი თქმით, მსგავსი ტენდენცია მოსახლეობის გადახდისუუნარობის გამო იზრდება. კერძო მევახშეებისგან განსხვავებით, კომერციული ბანკებისთვის ქონებაზე მაღლა თანხით ანგარიშსწორება დგას.

 

წყარო: რეზონანსი



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები