სპეციფიკური ნარჩენების მართვა სავალდებულო ხდება

access_time2018-02-13 15:00:28

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ერთ-ერთი მოთხოვნაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვა საქართველოში.

 

კერძოდ, კოდექსის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებული გახდებიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.

 

აღნიშნული პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსთვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში.

 

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის თემაზე დღეს გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობების, ბიზნეს კომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი პროექტების 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

 

„ელექტრონული ნარჩენების მართვა არის პრობლემა, რომლის მასშტაბებიც, სამწუხაროდ ჯერჯერობით, არ გვაქვს აღქმული. ამიტომ, საჭიროა დეტალური სამუშაობის ჩატარება ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ექსპერტებთან. საბედნიეროდ, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობას ახლა იწყებს. საკანონმდებლო კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო გახდება გარკვეული ცვლილებები და პარლამენტი მზად არის ითანამშრომლოს ყველა მახარესთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოდელებსა და პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე ისაუბრეს.

 


“ძალიან კარგია, რომ დრეს ვსაუბრობთ მწარმოებლების გაფართოებულ ვალდებულებებზე, რომელიც გულისხმობს ნარჩენების მართვას, ანუ ტრანსპორტირებას და გადამუშავებას რათა იყოს ეკოლოგიურად სყფთა. რა თქმა უნდა, დამატებითი ვალდებულებაა ეს იმპორტიერებისთვის და მწარმოებლებისთვის, მაგრამ ეს კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ვალდებულებამ მწარმოებლებისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი არ გამოიწვიოს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

 

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

 

· ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების არსებული რაოდენობა და სამომავლო ტენდენციები, ასევე მათი მართვის არსებული პრაქტიკა საქართველოში;

 

· მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კანონმდებლობა ნარჩენ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებთან მიმართებით;

 

· მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემა ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისთვის საქართველოში;

 

· დაინტერესებული მხარეების შესაძლო როლები და პასუხისმგებლობები მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემებში საქართველოში;

 

· მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემების პოლიტიკური ინსტრუმენტები და დაფინანსების მექანიზმები საქართველოში;

 

· მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემების მონიტორინგისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის შესაძლო მექანიზმები.

 

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეს არის კომპლექსური და რთული საკითხი. იმისთვის, რომ ამ პრინციპმა საქართველოში გამართულად იმუშაოს, აუცილებელია ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა სქემის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა “Georgia’s Environmental Outlook“ (GEO) დამფუძნებელმა ხათუნა გოგალაძემ.

 

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვის მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook”.

წყარო:m2b



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები