საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების საუკეთესო ლოკაცია

access_time2018-02-13 11:47:49

„პოსტსაბჭოთა ქვეყანა კინომწარმოებლებს განსხვავებულ, ამოუცნობ და ეგზოტიკურ ლოკაციებს სთავაზობს" - სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციიით, ამ სათაურით ამერიკულმა გამომცემლობამ Variety, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციად მოიხსენია და მისი პოტენციალის შესახებ მნიშვნელოვანი სტატია მოამზადა.

 

„საქართველომ, როგორც ტრანსკონტინენტურმა ქვეყანამ, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, ბოლო წლების მანძილზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კინოინდუსტრიის სფეროში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ერთ-ერთმა მიმზიდველმა ლოკაციამ. მათ ვინც უკვე ერთხელ იმოგზაურეს და გამოიყენეს საქართველოს პოტენციალი, აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ აქტიურად გეგმავენ ახალ პროექტებზე მუშაობის გაგრძელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 

 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამოჩენილი კინორეჟისორი, რომელსაც საქართველოში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ოსკარზე ნომინირებული კინემატოგრაფი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლია რომელიც საქართველოში პირველად 1999 წელს, 19 წლის ასაკში ნანა ჯორჯაძის ფილმის „27 მოპარული კოცნა" გადასაღებად ჩამოვიდა. სულ ცოტა ხნის წინ, კი საქართველოში მუშაობა დაასრულა ლევან კოღუაშვილის ფილმზე "ბრაიტონ 4", რომლის გადაღებებიც ამჟამად ბრუკლინში მიმდინარეობს. საქართველოსადმი პირველ შთაბეჭდილებას, პაპამაიკლი ერთი ფრაზით იხსენებს: „ველური დასავლეთი" ძველი ინფრასტრუქტურით, ანტიკვარული ტექნიკა-აპარატურით და ძალიან მომხიბვლელი, სტუმართმოყვარე ხალხით.

 

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, კერძოდ: გაუმჯობესდა გზები, გამარტივდა ლოგისტიკა, აშენდა არაერთი მაღალი დონის სასტუმრო და შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების საპროდიუსერო კომპანიები, რომლებიც მაღალი დონის მომსახურეობითა, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებით და მაღალტექნოლოგიური აპარატურით გამოირჩევიან. ზემოთ ხსენებულმა პირობებმა ძალზედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კინოინდუსტრიის განვითარებაში და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვაში. ამასთანავე, კინორეჟისორების განცხადებით, ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიების ხარჯები და ლოკაციებისაკმაოდ ხელმისაწვდომია, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა: პრაღა, ლონდონი თუ სხვა ქალაქები, რაც საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და მეტ კინომწარმოებელს უბიძგებს, რომ მათი პროექტები სწორედ აქ განახორციელონ. ზემოთ ხსენებულ პირობებს, ასევე ხელს უწყობს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა „გადაიღე საქართველოში", რომელიც საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას.

 


 

სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, პროგრამის პორტფელი 10 პროექტს ითვლის, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში" პორტფელში ევროპული კოპროდუქციები ჭარბობს, მათ შორისაა ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის პროექტი „ჩემი ბედნიერი ოჯახი", რომლის პირველი მსოფლიო პრემიერა "სანდესის" კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა "ბერლინალეზე" შედგა და Netflix-მა ფილმის - „ჩემი ბედნიერი ოჯახი" - დისტრიბუციის უფლება ოფიციალურად შეიძინა.

 

 

სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე საერთაშორისო პროექტთან ერთად საქართველოში ფრანგმა კინომწარმოებელმა ევა ჰადსონმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ფილმი "მზის გოგონები" („Girls of the Sun") გადაიღო, რომელშიც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება აღბეჭდა.

 

 

შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინოინდუსტრია კინოწარმოების ტრადიციას იბრუნებს და ნელ-ნელა უბრუნდება წარმატების გზას."

 

 

 

 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები