მსოფლიოში არაალკოჰოლურ ლუდზე მოთხოვნა იზრდება

მსოფლიოში არაალკოჰოლურ ლუდზე მოთხოვნა იზრდება

access_time2018-02-13 11:58:54

სტივ დესი ჩამოსასხმელი ლუდის დიდი მოყვარული იყო, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო მასზე უარის თქმა მოუწია. როდესაც დესმა კარგი ხარისხის უალკოჰოლო ლუდი დახლებზე ვერ იპოვა, მან საკუთარი ლუდსახარში კომპანიის გახსნა გადაწყვიტა.


„როდესაც მეგობრებთან და ინვესტორებთან უალკოჰოლო ლუდზე ვსაუბრობდი, ისინი სერიოზულად მეკითხებოდნენ, თავი რაიმეზე მირტყმული ხომ არ მქონდა,“ ამბობს დესი. თუმცა საბოლოოდ, მისმა ჩანაფიქმა გაამართლა: მისი ლუდსახარში ქარხანა, Nirvana Brewery ლონდონში მდებარეობს, სადაც კვირაში 3,200 უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი ლუდის ჩამოსხმა ხდება.


Euromonitor International-ის კვლევის თანახმად, 2015-2016 წლებში ტრადიციული ლუდის მსმელთა რაოდენობა შემცირდა, პარალელურად კი, არაალკოჰოლური ლუდის ბაზარი 5%-ით გაიზარდა.



მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ლუდსახარში კომპანია, Anheuser-Busch InBev-ი 2025 წლისთვის არაალკოჰოლური ლუდის ბაზრის 20%-იან ზრდას ვარაუდობს. კომპანიამ Budweiser-ისა და Corona-ს არაალკოჰოლური ვერსიები ბაზარზე 2016 წელს წარმატებით გამოიტანა.


გასული წლის მაისში Heineken-მა 0%-იანი ალკოჰოლის შემცველობის ლუდი, Heineken 0.0 გამოუშვა. ამავე წელს, თავის პროდუქციაში სიახლე Guiness-ის მწარმოებელმა Diageo-მაც შეიტანა. Carlsberg-ის მიხედვით, მისი არაალკოჰოლური პროდუქციის გაყიდვები რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზრდება.


სტიუარტ ელკინგტონმა არაალკოჰოლური სასმელების ონლაინ - კომპანია Dry Drinker-ი ექიმის რეკომენდაციის შემდეგ გახსნა. „მან მირჩია, უარი მეთქვა ალკოჰოლზე და ფიტნესით დავკავებულიყავი. თუმცა პარასკევ საღამოს, გადატვირთული კვირის შემდეგ ლუდისგან მიღებული სიამოვნება ძალიან მენატრებოდა. შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ მსგავსი სურვილი ძალიან ბევრს ჰქონდა,“ განაცხადა ლუდის მოყვარულმა და ახლა უკვე ბიზნესმენმა, სტიუარტ ელკინგტონმა.


არაალკოჰოლური ლუდი კომპანიებისთვის უფრო მომგებიანიცაა: ლუდსახარშ კომპანიებს ალკოჰოლის წარმოებისთვის დამატებით გადასახადის გადახდა უწევთ.




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები