გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის სატყეო მიმართულების პროექტების ხელმძღვანელს შეხვდა

access_time2018-02-13 10:44:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის (WB) სატყეო მიმართულების პროექტების ხელმძღვანელს ტუკა კასტრენს შეხვდა.

 


როგორც „კომერსანტს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სატყეო სექტორში მმართველობის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს. ტუკა კასტრენმა მინისტრის მოადგილეს სატყეო მიმართულებით მსოფლიო ბანკის პოზიცია და პერსპექტივები გააცნო. მისივე განცხადებით არსებობს შესაძლებლობები ამ სფეროში ახალი პროგრამების ინიცირებისა და განხორციელებისთვის.

 



2013-2017 წლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი „სატყეოსექტორშიკანონიერებისდაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (ENPI FLEG II), რომელიც მიზნად ისახავდა ტყის მდგრადი მართვისა და დაცვის ხელშეწყობას. პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო სატყეო კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესება, ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაციის ხელშეწყობა, სატყეო-სადემონსტრაციო კვლევები და შესაძლებლობების გაძლიერება.

 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები