ქართველებისთვის დროებით მუშაობისთვის ყველაზე სასურველი ქვეყნები აშშ და გერმანიაა

access_time2018-02-13 19:00:56

ipm–ის მიერ რეგიონში განხორციელებული კვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა რესპონდენტთა მოსაზრებები შემდეგ საკითხზე - რომელ საზღვარგარეთის ქვეყანაში იმუშავებდნენ ისინი დროებით, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ. კვლევა თითოეულ ქვეყანაში 1200 რესპონდენტზე ჩატარდა.

 


საერთო ჯამში, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში დროებით მუშაობა სასურველია.

 


საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასული ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია. 2015 წლის მარტის არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენდა - საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (წყარო: http://opendata.ge/ka/request/42514#requests-tabs1).

 


საზღვარგარეთ დასაქმებულთა სამუშაო, უმეტეს შემთხვევაში, დაბალკვალიფიციური, ხოლო სამუშაო პირობები საკმაოდ მძიმეა. ამის მიუხედავად, ქართველების უმეტესობისთვის საზღვარგარეთ დროებით მუშაობა კვლავ სასურველ შესაძლებლობად აღიქმება.

 


ანალიზის შედეგად გამოვლინდა რეგიონის მოსახლეობისთვის დროებით სამუშაოდ სასურველი ქვეყნები. 5 ფავორიტ ქვეყანას შორისაა: აშშ, რუსეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

 

width=600


 


ქართველი რესპონდენტებიდან, რომლებსაც საზღვარგარეთ დროებით მუშაობა სურთ, ყველაზე მეტი აშშ-ს (18%) ასახელებს სასურველ ქვეყნად; დიდ ნაწილს სურს გერმანიაში მუშაობაც (15%). რუსეთი ქართველების ფავორიტ 5 ქვეყანას შორისაა. თუმცა, მეხუთე ადგილზეა და ამ ქვეყნებს შორის, ქართველებისთვის შედარებით ნაკლებად სასურველი ადგილია სამუშაოდ (7%).

 

 

სომხების იმ ნაწილისთვის, რომელსაც სხვა ქვეყანაში მუშაობის სურვილი აქვს, ფავორიტი ქვეყანა რუსეთია (23%). მათი დიდი ნაწილისთვის აშშ-ც მიმზიდველი ქვეყანაა დროებითი სამსახურისთვის (18%).

 

 

აღსანიშნავია, რომ თურქეთი მხოლოდ აზერბაიჯანელი რესპონდენტებისთვის არის სამუშაოდ განსაკუთრებულად მიმზიდველი ქვეყანა (26%). აზერბაიჯანელების 14% რუსეთში, 12% კი გერმანიაში მუშაობის სურვილს გამოთქვამს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობამ საზღვარგარეთ მუშაობის სურვილი გამოთქვა, როგორც აღმოჩნდა, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, მათ ყველაზე ნაკლებად სურთ სხვა ქვეყანაში მუშაობა (36%).

 

width=600

 

 

 

 

 



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები