საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პროცესი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება

access_time2018-02-12 19:15:31

2017 წლის, 3 ივლისს საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო (BGEO Group PLC), საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა წყარომ, განაცხადა, რომ ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო („საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის(„საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებენ. როგორც კომერსანტს საქართველოს ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე„ბიჯეო ჯგუფიდან უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

 

 

„ბიჯეოს დირექტორთა საბჭოს მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება, ბიზნესებს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში, დამატებით შესაძლებლობას მისცემს მეტი მოქნილობით მართონ საკუთარი რესურსებიდა მისდიონ საკუთარ სტრატეგიას. „ბიჯეოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კაპიტალის წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში,პროცესის დასრულების შემდეგ,19.9%იქნება, ნაცვლად, 2017 წლის ივლისში გამოცხადებული, 9.9%-ისა. ამასთანავე, ბანკის დამოუკიდებლობისუზრუნველსაყოფად „საქართველოს კაპიტალსშეეზღუდებახმის მიცემის უფლება და „საქართველოს ბანკისჯგუფის დანარჩენი აქციონერები განსაზღვრავენ თუ როგორ მისცეს „საქართველოს კაპიტალმა ხმა აქციონერთა კრებაზე. „საქართველოს კაპიტალი ხმის უფლებას დაიბრუნებს „საქართველოს ბანკში მისი წილის 9.9%-მდე შემცირების შემდეგ. ორივე კომპანიას - „საქართველოს კაპიტალს და „საქართველოს ბანკის ჯგუფსეყოლებათ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები.

 

 

აღსანიშანვია, რომ „ბიჯეოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს კაპიტალის წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში, პროცესის დასრულების შემდეგ, იყოს 19.9%, ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს როგორიც არის - კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საინვესტიციო კომპანიის მოსალოდნელი საბაზრო კაპიტალიზაცია, მხარი დაუჭიროს ფუტსი (FTSE) 250 უმსხვილეს კომპანიებს შორის განთავსების შესაძლებლობას და საფონდო ბირჟაზე ლიკვიდობის მაღალ მაჩვენებელს.

 


 

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კი კვლავინდებურად შესთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზინგს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში.

 

 

*„საქართველოს კაპიტალი-ი მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში (GHG), 100%-ს კომპანია „ჯორჯია გლობალ იუთილითის (GGU), 100%-ს კომპანია „m2უძრავი ქონება, 76% წილს „თელიანი ველი-ში,100%-ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგშიდა 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში(აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).

 

 

 

 

 



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები