დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეშ კოპაჩს შეხვდა

access_time2018-02-12 18:49:53

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეშ კოპაჩს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში. როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანდა.

 

 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან. ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება ენერგოსექტორში, რომლის მიზანსაც ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დაახლოება, ევროკავშირის ენერგობაზართან ინტეგრაცია და კონურენციის ზრდა წარმოადგენს, რაც დადებითად აისახება როგორც დარგის განვითარებაზე, ასევე ადგილობრივი მომხმარებლის კეთილდღეობაზე.

 

 

აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წელს უნდა მიიღოს ახალი კანონი „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ", რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპის ენერგეტიკულ დირექტივებთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საქართველოს ენერგობაზრის ინტეგრაციისა რეგიონალურ ბაზრებთან.

 

 

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე.

 


 

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში გაღრმავდება და საქართველო ევროპის ენერგობაზრის სრულფასოვანი წევრი გახდება.

 

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე, გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის ივლისიდან. აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროებისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სტატისტიკის მიმართულებებიც და საქართველო ამ მხრივაც მუშაობს ევროპული გამოცდილებისა და მიღწევების დანერგვის თვალსაზრისით.

 

 

"ენერგეტიკული გაერთიანების" (Energy Community) მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის დირექტივებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ქარტიის პრინციპებს ეფუძნება და მის საბოლოო მიზანს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ეფექტიანი ინტეგრაცია წარმოადგენს.

 



„ენერგეტიკული გაერთიანების" პრიორიტეტთა შორისაა განახლებადი, სუფთა ენერგეტიკული წყაროების ათვისება, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესებთან. საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებელს, მიეცემა საშუალება თურქეთის მეშვეობით ელექტროენერგიით ევროპის ქვეყნებთან ივაჭროს და დაამყაროს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

 

 

 

 

 



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები