ქართულმა კომპანიამ FINA პროგრამული უზრუნველყოფის კიდევ ერთი უნიკალური პროდუქტი შექმნა

access_time2018-02-13 09:40:51

ქართული კომპანია FINA, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის სფეროთია დაკავებული,2018 წლის 16 იანვარს, ბაზარზე კიდევ ერთი ახალი პროგრამული მოდული FINA აუდიტი წარადგინა. აუდიტის მოდული გამოიყენება ბუღალტრული პროგრამის მონიტორინგისთვის და პროგრამულად გატარებულ დოკუმენტაციებში უზუსტობების, ხარვეზების, ცდომილებების დასადგენად.


შესაბამისად, აუდიტის მოდულის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში ხდება ბუღალტრული დოკუმენტაციის შედარება და გადამოწმება, თუ რამდენად სწორადაა მონაცემები წარმოებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის კუთხით.


აღნიშნული მოდული საშუალებას იძლევა, უმოკლეს დროში გადაამუშავოს დიდი მოცულობის მონაცემები, მარტივად აღმოაჩინოს გაუტარებელი, ან უზუსტობით გატარებული დოკუმენტები და მოგვაწოდოს ინფორმაცია, ფიქსირდება თუ არა, უარყოფითი ნაშთები სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე, აგრეთვე დებიტორებისა და კრედიტორების წინაშე. მოდულის მეშვეობით ასევე შესაძლებელია პროგრამაში მოვიძიოთ მიღებული კორექტირებული ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, შევადაროთ სალაროში არსებული თანხები სალაროს აპარატზე გატარებულ ჩეკებს, შევამოწმოთ მიღებული ფასები, გამოვავლინოთ აუტვირთავი, ან დაუსრულებელი ზედნადებები.


კომპანია FINA 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეისათვის მის პორთფელში არაერთი უნივერსალური ქართული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტია შექმნილი და დანერგილი, რომელსაც 2000-ზე მეტი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია იყენებს.



დღეისათვის, კომპანია FINA-ს მიერ შექმნილი და დანერგილია 1. მრავალფუნქციური საბუღალტრო პროგრამა 2. სავაჭრო პროგრამა, რომელიც წარმოადგენს „მაღაზია-საწყობის“ პროგრამულ უზრუნველყოფას გაყიდვებისა და მარაგების მართვისათვის, რომელიც ერთ ცენტრალიზებულ სისტემაში აერთიანებს POS მოდულს, ელექტრონულ კომერციას, მერჩენდაიზინგს, შეკვეთების, ფინანსებისა და მარაგების მართვას, 3. კაფე-რესტორნის მართვის პროგრამა, რომელიც მოიცავს POS მოდულს, ბექ-ოფისის, მარაგების კონტროლის, ანგარიშგებების და სამზარეულოს მონიტორინგს.

4. სასტუმროს მენეჯმენტის პროგრამა, რომელიც უზრურნველყოფს სასტუმროების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების აღრიცხვას და მულტიფუნქციურ მართვას, ასევე ჯავშნების, რესტორნის, საწყობის და ფინანსური მოდულების ურთიერთკავშირს.


5. დისტრიბუციის პროგრამა, რომელიც გამოიყენება, როგორც წინასწარი შეკვეთების (Pre-Selling), ასევე ბორტიდან გაყიდვების (VAN-Selling) დროს და წარმოადგენს ანდროიდ სისტემაზე ინტეგრირებულ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მთავარ სერვერთან და იმართება ცენტრალიზებულად. 6. წარმოების მართვის პროგრამა, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული საბუღალტრო და სასაწყობე სისტემებთან.


„კომერსანტი“ 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები