მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

access_time2018-02-12 17:20:50

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან „სულუგუნისთან დააკვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, ამის შესახებ წერს „რუსთავი 2“-იც.

 

არსებული ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დღეს, კიევის დროით დაახლოებით 15:00 საათზე აიყვანეს.

 

ამასთან, ამავე ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 


როგორც გამოცემა strana.ua წერს, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარინა ჩიჟმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი სადილობისას დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ კიევის პროკურატურამ 12 თებერვალს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკითხვისთვის დაიბარა, თუმცა სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში მისვლას არ აპირებდა, რადგან დაკითხვაზე დაბარების შესახებ მათ უწყება არ მიუღიათ.

 

საქმე შეეხება საექსტრადიციო შემოწმებას, რომელსაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. საქართველომ უკრაინას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით რამდენიმეჯერ მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. 2018 წლის 3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის სარჩელი, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

16 თებერვალს კი, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების კანონიერებას, უკრაინის უმაღლესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს.



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები