კახა კალაძე - არ მგონია, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს შეამცირებს

access_time2018-02-12 15:57:05

არ მგონია, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს შეამცირებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვისაც სურვილი აქვს, რომ იმუშაოს, მას ექნება ამის საშუალება, ოღონდ იქნება რეგულაციები.


კალაძის თქმით, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული.


"ტაქსების რეგულაციებს რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება ეტაპობრივი ცვლილებები. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის რეგისტრაცია, იმისთვის რომ ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობის ტაქსია დღეს დედაქალაქში. დღეს არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრები არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ტაქსი დადის დედაქალაქში, შესაბამისად, მათი დარეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგ ეტაპზე მომდევნო წლებში შემოვა რეგულაციები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ტაქსი, ტაქსით მგზავრობა როგორც ეს ხდება ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში", - განაცხადა კალაძემ.


დედაქალაქის მერის განმარტებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტი და უახლოეს მომავალში ამაზე მუშაობა დაიწყება.



„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ტაქსების რეგულირების საკითხი ფრაქცია „ევროპული საქართველოსთვის“ კატეგორიულად მიუღებელია.
„ტაქსებზე ქალაქის მერიის რეგულატორული პოლიტიკა გამოიწვევს მხოლოდ ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.


წყარო: IPN



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები