“იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მიზეზებს შეისწავლის, რომლის გამოც The Heritage Foundation-ის კვლევაში ოდნავ არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს“

access_time2018-02-12 15:24:46

იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მიზეზებს შეისწავლის, რის გამოც The Heritage Foundation-ის კვლევაში საქართველოს პოზიცია გაუარესდა. როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭო პოზიციის გასაუმჯობესებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.


”რამდენიმე პუნქტით გაუარესებულია ჩვენი პოზიცია, თუმცა საყურადღებოა, რომ ისეთი ქვეყნების, როგორიც არის აშშ, გერმანია, კანადა, ფინეთი, მათი პოზიციებიც რამდენიმე პუნქტით არის გაუარესებული. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან ყურადღებით შეისწავლის თითოეულ მიზეზს და კომპონენტს, რომლის გამოც ოდნავ მაინც არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ეს შედეგები უკეთესი იყოს”, - განაცხადა მიქაუტაძემ.


შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კვლევითი ცენტრის The Heritage Foundation-ის გამოკვლევით, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპას, ცენტრალურ და სამხრეთ აზიას, კვლევის მიხედვით აქ საქართველო ლიდერობს.



საქართველო The Heritage Foundation-ის კვლევაში 2012 წელს იყო 34-ე პოზიციაზე, 2013 წელს - 21-ე ადგილზე, 2014-2015 წლებში 22-ე პოზიციაზე, 2016 წელს - 23-ე ადგილზე, 2017 წელს მე-13-ე ადგილზე, ხოლო 2018 წელს - მე-16-ზე.


ipn



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები