ბიზნესსექტორი სასამართლო სისტემას არ ენდობა და ბრიტანელი მოსამართლეების მოწვევას ითხოვს

ბიზნესსექტორი სასამართლო სისტემას არ ენდობა და ბრიტანელი მოსამართლეების მოწვევას ითხოვს

access_time2018-02-13 10:40:24

ყაზახეთის მსგავსად საქართველოში კომერციული სასამართლოს  ჩამოყალიბება ადგილობრივი  ბიზნესისათვის მისაღებია.  საუბარია ყაზახეთში ბრიტანული კომერციული სასამართლოს  შექმნაზე, რომელსაც სათავეში ბრიტანეთის ყოფილი მთავარი ლორდი-მოსამართლე ჯონ ვულფი ჩაუდგება. როგორც ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, კომერციული სასამართლოს ჩამოყალიბება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, თუმცა თავად იდეა საინტერესოა.


„ვფიქრობ, სადაც ეს პროექტი იწყება, ჯერ იქ მოხდეს  დაკვირვება, რამდენად წარმატებული იქნება მოდელი, რამდენად გაამართლებს პრაქტიკაში.  მანამდე ცოტა რთულია საქართველოში ბრიტანული კომერციული სასამართლოს ჩამოყალიბების შესახებ საუბარი, თუმცა, იდეა ნამდვილად საინტერესო და არაოდინალურია. ყაზახეთი,  პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც ეს სიახლე ინერგება  და უმჯობესია ჯერ ამ კუთხით შევისწავლოთ. ჩვენს შემთხვევაში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რადგან განსხვავებული სპეციფიკა გვაქვს.  ზოგადად, ნაადრევად მიმაჩნია დეტალურად ამ თემის შესახებ საუბარი“,-აცხადებს ლექვინაძე.


Technoboom-ის დამფუძნებლი ანზორ ქოქოლაძე კი აღნიშნავს, რომ  ბრიტანეთი სასამართლო ნაწილში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და იმ შემთხვევაში თუ პროცესი სწორად განცხორციელდება, ეს საქართველოს შემთხვევაშიც წარმატებული იქნება.


„ცნობილია, რომ ადგილობრივ მოსამართლეებს ხშირ შემთხვევაში ბიზნესდავების განხილვის კუთხით კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ. აქ ორი საკითხია - კეთილსინდისიერების პრობლემა ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი - კადრების ნაკლებობა. თუ ყველაფერი სწორად და გამჭირვალედ განხორციელდება, აღნიშნულმა ინციატივამ შესაძლოა არსებული ხარვეზები აღმოფრქვას,“- განმარტავს ქოქოლაძე.


პროცესის გამჭირვალედ განხოციელების მომხრეა „სენტა პერტოროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძეც. როგორც იაკობიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბრიტანელ მოსამართლეებს მიეცეთ სრული ლეგიტიმაცია, ამ შემთხვევაში კი პროექტს აქვს შანსი საქართველოშიც წარმატებულად განხორციელდეს.



„ძალიან საინტერესო იდეაა. იმ შემთხვევაში თუ ბრიტანული კომერციული სასამართლო ჩვენთან დაიწყებს მუშაობას, მთავარია მოსამართლეებს ჰქონდეთ სრული ლეგიტიმაცია. მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს საბოლოო. ჩემი გამოცდილებით საქართველოში ნამდვილად ცუდი მდგომარეობაა ამ კუთხით, ამიტომაც აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს წინ გადადგუმული ნაბიჯი მგონია“,-აცხადებს იაკობიძე.

 

„სამწუხაროდ,   სასამართლო სისტემა საქართველოში   ცუდ მდგომარეობაშია. კარგი იქნება, თუ შეიქმნება ახალი ბაზა იურისტების, რაც შეეხება ყახაზეთის მოდელი ის ნამდვილად მისაღებია. დღეს არსებული ვითარების გამო სასამართლო სისტემის მიმართ არცერთ მხარეს (საზოგადება და ბიზესსექტორი) ნდობა არ აქვს“,-აცხადებს კომპანია „ალბატროსის“ დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი.


ბრინატული კომერციული სასამართლოს იდეას მიესალმება საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლიც. მისი თქმით,  საქართველოში მსგავსი პროექტის განხორცელებით უცხოელი ინევსტორები თავს მეტად დაცულად იგრძნობენ.


„ყაზახეთში ბრიტანელი მოსამართლეების ჩასვლა ნამდვილად კარგი იდეაა. ერთადერთი რაშიც პრობლემას ვხედავ არის ის, რომ მოსამართლეები იქ ჩავლენ  წელიწადში 5-ჯერ, რაც  ალბათ არ იქნება საკმარისი. თავად  ინიციატივა კი ნამდვილად კარგია და საქართველოში მისი განხორცელების შემთხვევაში,  უცხოეული ინვესტორების რაოდენობაც გაიზრდება. რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ისინი დარწმუნებულები იქნებიან რომ სასამართლოს გზით შეძლებენ მის მოგვარებას. შედეგად  დაიძლევა კორუფციაც, ამიტომ ნამდვილად   ფანტასტიკური იდეაა საქართველოსთვისაც“,-აღნიშნავს ფადი ასლი. 

 

ბრიტანელი მოსამართლეები ყაზახეთში ახალ სასამართლოს ჩაუდგებიან სათავეში. ცნობილია, რომ ინგლისური მართლმსაჯულების ერთი-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრიტანეთის ყოფილი მთავარი ლორდი-მოსამართლე ჯონ ვულფი ყაზახეთში ახლახანს შექმნილი კომერციული სასამართლოს მთავარ მოსამართლედ დაინიშნა. მასთამ ერთად ამ ახალ ორგანოში იმუშავებს კიდევ 8 ცნობილი ბრიტანელი მოსამართლე და ავტორიტეტული ადვოკატი. ისინი ყაზახეთში წელიწადში 5-ჯერ ჩავლენ.


მსგავსი სასამართლოები უკვე შეიქმნა სინგაპურში, ჰონკონგში, დუბაიში, აბუ-დაბიში და ყატარში. ახალი სასამართლო ყაზახეთის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში იხსნება, რომლის მიზანიცაა ქვეყნის გადაქცევა ცენტრალური აზიის მთავარ ფინანსურ ჰაბად.


 ავტორი: სალომე ლემონჯავა

 



თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-25 09:00:00
    იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“...

ბექა ნაცვლიშვილი: მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგრობანკის შექნით მოვაგვარებდით

ბექა ნაცვლიშვილი: მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგრობანკის შექნით მოვაგვარებდით
person access_time2018-04-25 12:30:00
როგორც „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს ბანკების დაკრედიტების წილი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იმდენად მცირეა, რომ ქვეყანა დაკრედიტების ალტერნატიულიწყაროს მოძიება აუცილებელი ხდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი აგრარული სექტორის განვითარების ბანკის, ანუ  აგრობანკის შექმნა იქნებოდა. „როდესაც მიწის შესაძებ საკითხზე დაიწყება მსჯელობა, იმედია აგრობანკის შექმნის იდეას...


მსგავსი სიახლეები