მერია დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე ტენდერს დაახლოებით ორ კვირაში გამოაცხადებს

access_time2018-02-12 14:38:26

დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე თბილისის მერია ტენდერს დაახლოებით ორ კვირაში გამოაცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.


მისივე თქმით, მუშავდება სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება, შეირჩევა ისეთი კომპანია, რომელიც თბილისში ევროპული სტანდარტის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს შემოიყვანს.


„კონკურსი შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს ისეთივე ხარისხის ავტობუსს, რა პარამეტრებიც აქვთ დღეისთვის თბილისში მომუშავე „მანის“ მარკის ავტობუსებს“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.



მისივე თქმით, 100 ახალი ავტობუსი ჩაანაცვლებს ამჟამად ქალაქში არსებული „ბოგდანის“ მარკის ავტობუსებს, რომელთაც ექსპლუატაციის პროცესში პრობლემები აქვთ.


კითხვაზე, 50 მილიონი ლარიდან რამდენი იქნება გათვალისწინებული ავტობუსების შესაძენად, მუმლაძემ არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ეს საკრებულოში საკითხის შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი და ამაზე მერიის საფინანსო სამსახური მუშაობს.


მერიის მაღალჩინოსანთა განცხადებით, ამ თანხის ნაწილი, გამწვანების საკითხებსაც მოხმარდება.


ავტორი: ipn



„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები