ზამთრის ოლიმპიადა რიცხვებში - რა უნდა ვიცოდეთ?

access_time2018-02-12 20:10:11

პარასკევს სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის ოლიმპიადა დაიწყო. სპორტული შეჯიბრება, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდ ინტერესს იწვევს, არაერთი კუთხით არის გამორჩეული. CNNMoney-იმ იმ რიცხვებზე გააკეთა მთავარი აქცენტი, რომელიც ფიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ.

1) $10 მილიადი - ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების ღირებულება, რაც მადაგასკარის მშპ-ს მოცულობას უტოლდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ $10 მილიარდი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ღირებულებას 5-ჯერ ჩამოუვარდება;


2) 2,925 - ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენების რაოდენობა. შეჯიბრებაზე აშშ 244 ათლეტით არის წარმოდგენილი, რაც ზამთრის ოლიმპიადის ისტორიაში რეკორდულია;


3) 17 - ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის, ვინსენტ ჟოუს ასაკი. იგი ფიგურულ სრიალში იღებს მონაწილეობას;


4) 39 - ოლიმპიადის ყველაზე ხანდაზმული მონაწილის ასაკი. ჰოკეის მოთამაშე, კანადელი ბრაიან გიონტა 39 წლისაა. გასულ წელს მან ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) 1000-ე თამაში ჩაატარა.



5) 80 - ფიონგჩანგს სულ რაღაც 80 კილომეტრი აშორებს დემილიტარიზებულ ზონასთან - ადგილთან, სადაც კორეა ორ ნაწილად იყოფა;


6) $900 მილიონზე მეტი - რეკლამებიდან შემოსულმა თანხამ $900 მილიონს გადააჭარბა, რაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების რეკორდია;


7) 85 - ოლიმპიური თამაშების ლოკაციებზე 85 რობოტი იქნება განთავსებული, რომელიც განრიგის, ტრანსპორტიზაციისა და ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებებთან დაკავშირებით ინფორმაციას გასცემს;


8) 110,000 - სპორტსმენებისათვის განკუთვნილი პრეზერვატივების რაოდენობა. საშუალოდ, თითოეულ სპორტსმენს 37 პრეზერვატივს გადასცემენ;


9) 898 - ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიადის დაწყებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა (2020 წლის 24 ივლისი);


10) 1458 - პეკინში გასამართი ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა (2022 წლის 4 თებერვალი).


წყარო: CNNMoney



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები