„ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ“ - მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანებას?

access_time2018-02-12 11:02:53

„ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ“ - გაერთიანდება თუ არა, ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია? - უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის რჩევა ქართულ ოპოზიციას და პოზიციები თბილისში.

 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2-ის ეთერში, აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში არსებობს დიდი გამოწვევები, ოპოზიციის არგაერთიანება დანაშაულია. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევა სამართლიანი და ობიექტური თამაშის წესებით უნდა მოხდეს. სააკაშვილი „ევროპულ საქართველოსთანაც არ გამორიცხავს თანამშრომლობას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის ამ განშტოებაში ისეთი ხალხიც არის, ვინც ბიძინა ივანიშვილს მიეყიდა.

 

„ეს იყო დეგრადირებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა, - ასე გამოეხმაურა სააკაშვილს მისი ყოფილი თანაგუნდელი, „ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. „პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა მოხდეს გაერთიანება კონკრეტული საარჩევნო ამოცანების გადასაჭრელადაც, უბრალოდ ეს ვერ მოხდება სააკაშვილის ფიგურის გარშემო, - თქვა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებს დამარცხების ერთადერთი გზა ოპოზიციის გაერთიანებაა. ივანიშვილის ინტერესია, რომ მოხდეს მაქსიმალური ფრაგმენტაცია პოლიტიკურ ველზე, რათა ოჯახურ, კორუმპირებულ კლანურ ინტერესებს საფრთხე არავინ არ შეუქმნას, ხოლო ხალხის დაკვეთაა, რომ მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება პრინციპით ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ, -ამბობს „ნაციონალურრი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი.


 

„პრაიმერისი არის ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდაცია და ქართული ოცნების დამარცხება - ამბობს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მაგრამ ვაშაძე ამბობს, რომ ამ პროცესში ვერ ხედავს ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის ადგილს, რადგან ისინი ხელისუფლებასთან არიან გარიგებულები.

 

როგორც კიდევ ერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის - „რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართულ რეალობას მოწყვეტილია. ბერძენიშვილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ყოფილ კოლეგებთანაც - „ევროპულ საქართველოსთან - ვერ შეთანხმდება, არათუ სხვა ოპოზიციურ ძალებთან. ბერძენიშვილის თქმით, ერთიანობის იდეა, თავისთავად კარგია, თუმცა ოპოზიციურმა სპექტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთანება ვერ შეძლო.

 

სახელისუფლებო გუნდის წევრები ოპოზიციის გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე რომ შეთანხმდეს, სახელისუფლებო კანდიდატს სერიოზულ კონკურენიციას მაინც ვერ გაუწევენ. „ქართული ოცნების წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ „ოპოზიციური სპექტრი იმდენად ჭრელი და ეკლექტულია, რომ მათი გაერთიანება ნაკლებად მოსალოდნელია. „თავად მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის და საქართველოს პოლიტიკური სივრცისთვის არის გუშინდელი დღე. ის წარმოადგენს დამნაშავეს, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილი განაჩენი. შესაბამისად, მისი მოწოდებები არ არის საინტერესო, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემის კომენტირებისას.

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები