გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში ბრიკეტების წარმოებას გაეცნო

access_time2018-02-12 11:11:03

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ბრიკეტების საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. როგორც "კომერსანტს" სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული საშენი მეურნეობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიკეტების საწარმოს მშენებლობის პროექტი მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები" და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დახმარებით განხორციელდა.

 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობაზე მუშაობს.

 


„ჩვენთვის პრიორიტეტია ტყეზე ზეწოლის შემცირება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული საწვავი საშუალებების წარმოების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ერთ-ერთი ასეთ საშუალება, რომელიც ევროპაში დიდი ხანია უკვე არსებობს, ნარჩენებისგან დამზადებული ბრიკეტებია. ბრიკეტები მაღალი თბოუნარიანობითაც გამოირჩევა და ეკოლოგიურად სუფთაა. მნიშვნელოვანია, რომ ბრიკეტი ჩაანაცვლებს შეშას, ამიტომ მისი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად წახალისებული იქნება. სამთავრობო ცვლილებებით, ტყეში ნარჩენებზე წვდომის შესაძლებლობა მთელ რიგ საწარმოებს ეძლევათ, რაც, გარდა ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობისა, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიკეტების დამამზადებელ კერძო საწარმოსაც, შპს „კერას" ესტუმრა და წარმოების პროცესს გაეცნო.


 


ბრიკეტი ტყეში არსებული ნარჩენებისგან მზადდება და 4-5-ჯერ მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე გამშრალი შეშა.

 


მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიმბოლურად ერთი შეკვრა ბრიკეტი, რომელიც მთელი წლის მარაგია, სოფელ ალვანის საბავშვო ბაღში მიიტანა.

 


კახეთში ბრიკეტების საწარმოები, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, სატყეო სააგენტოსა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსებმა, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები