ელონ მასკმა გასულ წელს $49,920 გამოიმუშავა

access_time2018-02-12 11:08:16

ტექნოლოგიური მეწარმე ელონ მასკი, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების 50-ეულში შედის. მისი ქონება, Bloomberg-ის მიხედვით, $20 მილიარდს აჭარბებს. თუმცა ამის პარალელურად, იგი მსხვილი კომპანიების გენერალურ დირექტორებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია.


მასკმა გასულ წელს $49.920 გამოიმუშავა. იმ შემთხვევაში, თუკი კალიფორნიაში ადამიანი ზეგანაკვეთურ სამუშაოს შეასრულებს და სამსახურში, 1 წლის განმავლობაში, კვირაში 80 საათს გაატარებს, მისი ანაზღაურება მასკის ხელფასს გაუტოლდება.


შედარებისთვის, ამერიკული ავტომწარმოებელის, General Motors-ს გენერალური დირექტორი, მერი ბარა წელიწადში $22.6 მილიონს გამოიმუშავებს.


საინტერესოა, რომ ელონ მასკი სამსახურში გამომუშავებულ ფულს არც იღებს. აღნიშნულ ინფორმაციას მისივე კომპანია, Tesla ავრცელებს. თუმცა ელონ მასკი Tesla-ს 37.9 მილიონ აქციას ფლობს, რომელთა ჯამური ღირებულება $13 მილიარდს აჭარბებს.



პარალელურად, მასკი კომპანია SpaceX-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელიცაა - კომპანიის, რომელმაც გასულ კვირას ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის სარაკეტო ხომალდი წარმატებით გაუშვა.


ელონ მასკი ერთადერთი ხელმძღვანელი არაა, რომელიც სამსახურში ხელფასს არ იღებს. მაგალითად, Google-ის დამფუძნებლები, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი წელიწადში სიმბოლურ $1-ს გამოიმუშავებენ.


CNNMoney-ის მიხედვით, თუკი Tesla ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს, მასკის აქციების ჯამური ღირებულება $55.8 მილიარდამდე გაიზრდება.





აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები