EIB-ს დირექტორთა საბჭომ ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა

access_time2018-02-12 10:59:54

6 თებერვალს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორთა საბჭომ 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა.

 

EIB, როგორც ევროკავშირის ბანკი, რომელსაც ევროპის კავშირის 28 წევრი ქვეყანა ფლობს, მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკას როგორც ამ გაერთიანების ფარგლებში, ისე მის საზღვრებს გარეთ. საქართველოში ბანკს 1,5 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სასესხო პორტფელი გააჩნია, რომელიც ფარავს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს - დაწყებული გზებითა და წყლის ინფრასტრუქტურით, დამთავრებული მცირე და საშუალო საწარმოებით. ამ მაჩვენებლით ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო დამფინანსებელია. 2017 წელს EIB-ს მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 68,9 მილიარდი ევრო შეადგინა და ამ მხრივ იგი მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებას წარმოადგენს.

 

ნენსკრა ჰესის პროექტს სს „ნენსკრა ჰიდრო" ახორციელებს, რომელიც დაფუძნებულია ინვესტორის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციისა (K-water) და სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ. ეს უკანასკნელი მცირე ხნის წინ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ოფიციალური აქციონერი გახდა.

 


დღეისათვის EIB მესამე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება დაამტკიცა. მანამდე კორეის განვითარების ბანკმა (KDB) 87,6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოჰყო, ხოლო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) პროექტისთვის 214 მილიონ დოლარამდე ოდენობის სესხი, ასევე სს „ნენკრა ჰიდროს" სააქციო კაპიტალში 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია დაამტკიცა.

 

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, ეს კი ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ნენსკრას ხეობაში, ასევე სამუშაოები „თემის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მდგრადი განვითარებისთვის ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტირების, ასევე თემის წევრთა უნარების განვითარებისა და სხვა საშუალებებით. www.nenskrahydro.ge

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები