BLOOMBERG: ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 10 დღეში $200 მილიონი დაკარგა

access_time2018-02-11 15:14:45

საქართველოს უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა თებერვალში $200 მილიონი დოლარი დაკარგა, ამის შესახებ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსიდან ხდება ცნობილი. ამ დროისთვის ივანიშვილი მსოფლიოს 304-ე უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება $5.72 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.

ივანიშვილის ქონების შემცირება სავარაუდოდ, გლობალურ საფონდო ბირჟებზე არსებულ ვარდნას უკავშირდება. თებერვლის პირველივე დღეებში საფონდო ბირჟაზე ორი მკვეთრი ვარდნა მოხდა. აშშ-ის, ევრპისა და აზიის ბირჟებზე წამყვანი ინდექსები ჯამში 7-8%-ით შემცირდნენ. ამ ვარდნის შედეგად ბირჟებიდან $4 ტრილიონის ღირებულების ქონება გაქრა.

9 თებერვალს დასრულდა ივანიშვილის დავა მის ყოფილ პირად ბანკირთან. ჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ქონების გაფლანგვისთვის პირად ბანკირს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე ივანიშვილი ზარალის კომპენსაციის სახით $130 მილიონს მიიღებს.

საფონდო ბირჟაზე ვარდნის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $100 მილიარდზე მეტი დაკარგა. მაგალითად, მარკ ცუკერბერგის ქონება $3 მილიარდით შემცირდა, უორენ ბაფეტმა $5 მილიარდი დაკარგა, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის დანაკარგი $3 მილიარდია.


ვარდნა აშშ-ის ცენტრალური ბანკის (FED) ახალი თავმჯდომარის ჯერომ პაუელის მიერ 5 თებერვალს ფიცის დადებას დაემთხვა. სავარაუდოდ, ბაზარზე არსებობს მოლოდინი, რომ FED-ი დააჩქარებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესს, რაც წინა თავმდჯომარის, ჯანეტ იელენის დროს დაიწყო, ეს კი გლობალირად საკრედიტო რესურსის მოზიდვას გააძვირებს. მკვეთრად დავალიანებული კომპანიებისთვის კი საკრედიტო რესურსის გაძვირება დადებითი სიახლე არაა.

ვარდნის სავარაუდო მიზეზად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებიც სახელდება. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დაბალი იყო, ახლა კი ჩნდება ნიშნები, რომ ის გაიზრდება. ინფლაციის ზრდას აშშ-ში საშუალო ხელფასების ზრდა უწყობს ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმთან ახლოსაა და 4.1%-ს შეადგენს. დაბალი უმუშევრობის გამო კომპანიებს ახალი მუშა ხელის მოზიდვა გართულდათ, ამის გამო კი საშუალო ხელფასების მაჩვნებელი გაიზარდა.


ტაბულა



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები