კეთილდღეობის რეიტინგის 10 ლიდერი ქვეყანა

access_time2018-02-11 20:00:00

კეთილდღეობის ინდექსი გაეროს, მსოფლიო ბანკის, სოციოლოგიური კომპანია Gallup-ის , მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და სხვა ავტორიტეტული წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება. ინდექსი შედგება მრავალი მაჩვენებლისგან, რომლებიც 9 კატეგორიაში ერთიანდება: ეკონომიკური მდგომარეონა, მეწარმეონა, მართვა, განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, პირადი თავისუფლებები, სოციალური კაპიტალი და ეკოლოგია. რეიტინგს ადგენს ბრიტანული არასამთოვრობო ორგანიზაცია Legatum institute.

 

რეიტინგის 10 მოწინავე ქვეყანა ასე გამოიყურება:

 

10. ბრიტანეთი

კეთილდღეობის რეიტინგში ბრიტანეთმა დაიკავა ყველზე მაღალი პოზიციები ისეთ კრიტერიუმებში დაიკავა, როგორიცაა „საქმიანი ატომოსფერო“ და „ეკონომიკის ხარისხი“ - მე-5 და მე-7 ადგილბი შესაბამისად. ქვეყენა ასევე არის ერთ-ერთი ლიდერია გარემოს დაცვის კუთხით (მე-9 ადგილი). მე-8 ადგილზეა ბრიტანეთი განათლების საკითხებში, მე-10-ზე სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის მხრივ. ყველაზე დაბალი შეფასება (მე-19 ადგილი) მიიღო ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემამ.

 

9. ავსტრალია

საუკეთესო შედეგები აქვს ავსტრალიას ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა „სოციალური კაპიტალი“ და „განათლება“ - პირველი და მე-5 ადგილები შესაბამისად. ქვეყანა ასევე შედის პორველ ათეულში ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა საქმიანი ატმოსფერო (7), ჯანდაცვა (10), გარემოს დაცვა (10). შედარებით დაბალი შეფასება მიიღო ავსტრალიამ უსაფრთხოების (22) და პირადი თავისუფლებების მხრივ (15).

 

8. კანადა

საუკეთესო მაჩვენებელი კანადას აქვს ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა „პირადი თავისუფლებები“ - მე-2 ადგილი. კარგი შედეგები აქვს ასევე სხვა პუმქტებში - „საქმიანი ატმოსფერო“ (4), „სოციალური კაპიტალი“ (6), „სახელმწიფო მმართველობა“ (9). შედარებით დაბალი შეფასებები მიიღო კანადამ ჯანდაცვის და უსაფრთხოების კუთხით - ორივე საკითხში 24-ე ადგილი.

 

7. დანია

 


დანია მოხვდა კეთილდღეობის რეიტინგის პირველ ათეულში 9 მაჩვენებლიდამ 3-ში - „ეკონომიკის ხარისხი“ (5), „სახელმწიფო მმართველობა“ (8) და „სოციალური კაპიტალი“ (4).

 

6. ჰოლანდია

 

ყველაზე მაღალი შედეგები ჰოლანდიამ აჩვემა განათლების საკითხებში - მე-2 ადგილი მსოფლიოში. პირველ ათეულშია ქვეყანა ასევე ისეთ კატეგორიებში, როგორც „ეკონომიკის ხარისხი“ (4), „სახელმწიფო მმართველობა“, „ჯანდაცვა“ (8), „უსაფრთხოება“ (9) და „პირადი თვისუფლებები“ (6). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ჰოლანდიას ეკოლოგიაში - მხოლოდ 46-ე ადგილი.

 

5. შვედეთი

 

საუკეთესო შედეგი შვედეთმა აჩვენა „ ეკონომიკის ხარისხის“ მხრივ - პირველი ადგილი მსოფლიოში. ასევე პირველ ათეულშია ქვეყანა ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა „ სახელმწიფო მმართველობა“ (4), „ჯანდაცვა“ (6), და „გარემოს დაცვა“ (8). ყველაზე დაბალი შეფასება შვედეთმა მიიღო სოციალური კაპიტალის მხრივ - მე-19 ადგილი.

 

4. შვეიცარია

 

წინა წელთან შედარებით შვეიცარიის პოზიციები არ შეცვლილა - აქ ყველაზე კარგადაა განვითარებული განათლება (1) და ჯანდაცვა (3). ასევე ლიდერთა ათეულშია შვეიცარია ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა „ ეკონომიკის ხარისხი“(6), საქმიანი ატმოსფერო (9), „ სახელმწიფო მმართველობა“ (5) და „უსაფრთხოება“ (8). ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო შვეიცარიამ ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა „პირადი თავისუფლებები“ და „სოციალური კაპიტალი“ - მე-19 და მე-20 ადგილები შესაბამისად.

 

3. ფინეთი

 

გასულ წელთან შედარებით ფინეთის პოზიციები არ შეცვლილა - საუკუთესო შედეგები ქვეყანას აქვს ისეთ კატეგორიებში როგორიცაა „სახელმწიფო მმართველობა“ (1), „განათლება“ (3), და „ გარემოს დაცვა“ (3). პირველ ათეულშია ქვეყანა ასევე საქმიანი ატმოსფეროს (10) და პირადი თავისუფლებების მხრივ (3). შედარებით დაბალი შეფასება მიიღო ქვეყანამ უსაფრთხოები მხრივ - მე-15 ადგილი.

 

2. ახალი ზელანდია

 

2016 წელს ახალი ზელანდია იყო რეიტინგის გამარჯვებული, ამჟამად ის იმყოფება მე-2 ადგილზე. საუკუთესო შეფასებები ამ ქვეყანამ მიიღო ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა „საქმიანი ატმოსფერო“ (3), „სახელმწიფო მმართველობა“ (3), „პირადი თავისუფლებები“ (1) და „სოციალური კაპიტალი“ (2). შედარებით სუსტი მაჩვენებლები აქვს ახალ ზელანდიას უსაფრთხოების მხრივ - 23-ე ადგილი.

 

1. ნორვეგია

 

2016 წელს ნორვეგია იყო რეიტინგის მე-2 ადგილზე, ამჟამად კი ის ლიდერია. ქვეყანამ აჩვენა საუკეთესო შედეგენი ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა „ სახელმწიფო მმართველობა“ (2), „უსაფრთხოება“ (3), „განათლება“ (4), „სოციალური კაპიტალი“ (3). ბუნების დაცვის მხრივ ნორვეგიამ დაიმსახურა პირველი ადგილი მასოფლიოში. ყველა დანარჩენ კატეგორიაშიც ქვეყანა შედის ათეულში - მე-8 ადგილები ისეთ კატეოგირებში, როგორც „ ეკონომიკის ხარისხი“, „საქმიანი ატმოსფერო“ და „პერსონალური თავისუფლებები“ და მე-7 ადგილი ჯანდაცვაში.




აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები