ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის დარგის წარმომაგენლებს 2017 წლის ტურისტული მონაცემები გააცნო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის დარგის წარმომაგენლებს 2017 წლის ტურისტული მონაცემები გააცნო

access_time2018-02-09 16:31:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

 


ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას 300 მეტი სტუმარი ესწრებოდა. ტურიზმის დარგის წარმომაგენლებს გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის ტურისტული მონაცემები გააცნო.

 


გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით „ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სექტორია, 2017 წელსსაქართველომ 7,554,936 საერთაშორისომოგზაურსუმასპინძლა, რაც 1,194,433-ითმეტია 2016 წელთანშედარებით. ( ზრდა+18.8%) 2017 წელსჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან 2 მილიარდ 750 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 27%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. ეს არის უპრეცენდენტო, რეკორდული მაჩვენებელი და ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვავითაროთ ტურიზმი და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ სფეროს“. 

 


კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შედგა ყველა იმ პროექტზე რომელიც ადმინისტრაციამ 2017 წელს განახორციელა.


 


„ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების და არსებული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში, ზაფხულის და ზამთრის სეზონების შესახებ ჩავატარეთ აქტიური ინტერნეტმარკეტინგული კამპანიები, რაც ჩვენმა პარტიორმა, კორპორაცია Google-მა წარმატებულად შეაფასა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით მოვიწვიეთ ასობით საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი. ტურიზმის ადმინისტრაციამ 2017 წელს განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები მცირე ინფრასტუქტურის მიმართულებით, ეს არის სამთო-საფეხმავლო ბილიკების კვლევა და მონიშვნა, მანანათობელი კონსტრუქციები, სასურათე ჩარჩოები და ა.შ. მომსახურეობის ხარიხისგაუმჯობესების მიზნით გადამზადების კურსი ჩაუტარდა ტურიზმის ინდუსტრიის ათასზე მეტ წარმომადგენელს" - განაცდა გიორგი ჩოგოვაძემ.


ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები