„ყველა კონსტრუქციას აქვს თავისი გეოლოგიური დასკვნა“ - დეველოპერები გელოგებისა და სეიმოლოგების მოსაზრებას აფასებენ

access_time2018-02-12 09:00:48

კომპანია „GDG+“-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე არ ეთანხმება სეისმოლოგებისა და გეოლოგების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი აშენებული ან მშენებარე კორპუსები არამდგრადია. მისი თქმით, დედაქალაქში არ მოიძებნება მშენებელი, ვინც გელოგიურ დასკვნას არ გააკეთებს, რადგან აღნიშნული ყველაზე მნიშვნელოვანია კონსტრუქციული სქემის შესადგენად.


„არ ვიცი რა ხდება რეგიონებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქალაქში რომელიმე კორპუსი სეისმურად არამდგრადი და საშიში იყოს. პირადად, ჩვენ ყოველთვის პროფესიონალ გეოლოგებთან დავდივართ. რაც შეეხება თავად მშენებლობის ხარისხს, სიმართლეა, რომ ეს მხარე ძველი ნორმებით რეგულირდება, თუმცა, არსებობს პროგრამა , რომელიც მაღალ დონეზეა შემუშავებული და სწორედ ამის მიხედვით ვმოქმედებთ, ამიტომ არც ამ მიმართულებაშია რაიმე ხარვეზი“,- აცხადებს წაქაძე.


ბეჟან წაქაძის პოზიციას იზიარებს კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაურიც. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის შესახებ მუშაობა ინდივუდუალურ მიდგომას საჭიროებს.


„რის საფუძველზე აკეთებენ სეისმოლოგები და გეოლოგები ამ განცხადებას, ჩემთვის გაუგებარია. თუ არის კონკრეტული შემთხვევა და გაკეთდა ექსპერტიზა, მაშინ ეს საქმე ინდივიდუალურად უნდა შეისწავლონ“,-აცხადებს კუნელაური.


მისივე თქმით, არასწორია გეოლოგების ლიცენზირების დღის წესრიგში დაყენების საკითხიც, რადგან ამ გზით შესაძლოა კორუფციის ახალი წყარო გაჩნდეს.


„არ ვეთანხმები არც გეოლოგების ლიცენზირების აუცილებლობას, ეს არ არის კვალიფიცირებული საქმის განმსაზღვრელი. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე კომპანიას ლიცეზია მიენიჭება, ამან შესაძლოა კორუფციის ახალი წყარო გააჩინოს და ბაზარზე გარკვეული პროდუქტების მიღების შესაძლებლობაც გააძვიროს. ზოგადად მიმაჩნია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროცესები ნაკლებად ბიუროკრატიული უნდა იყოს და იმედია ასეც იქნება“,-განმარტავს კუნელაური.


ის, ვინც აღნიშნულ მიმართულებაში შესაძლო ხარვეზებს ეთანხმება, ეს კომპანია „საბა კონტრაქშენის“ ხელმძღვანელი ლევან თარგამაძეა. როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, კერძო დაკვეთებზე არ ვრცელდება სავალდებულო ზედამხედველობა, ამიტომ შეცდომები შეიძლება არსებობდეს.



„ჩვენი მიმართულება საბინაო კორპუსების მშენებლობა არ არის. ძირითადად სახელმწიფო პროექტებზე ვმუშაობთ, სადაც სავალდებულო ზედამხედველობის სხვა სისტემაა. რაც შეეხება კერძოს, იქ შეიძლება რაიმე შეცდომები იპარებოდეს და ზედამხედველობის აუცილებლობის შემთხვევაში ხარისხი ალბათ უფრო იქნება დაცული,“-აღნიშნავს თარგამაძე.

 


მისივე თქმით, სხვა საკითხია კონკრეტულად სეისმური პრობლემა, რადგან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო კონსტრუქციები გათვლილია 8 ბალიან სისტემაზე.


„როგორც ვიცი, ყველა კონსტრუქცია სწორედ 8 ბალიან სისტემაზეა გათვლილი და ის თუ ტექნიკური ნორმების დაცვითაა აშენებული, მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს. რაც შეეხება თავად მშენებლობის ხარისხს, ვფიქრობ კარგი სტანდარტებია ჩვენთან. უბრალოდ, მთავარია დავიცვათ ეს სტანდარტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვან სირთულეს ვერ ვხედავ, მაგრამ რაც შეეხება ზედამხედველობის საკითხს, ეს ალბათ საჭიროა“,- აცხადებს თარგამაძე.

 

გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოსური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს, ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციების მიღება აუცილებელია.

 

ავტორი: სალომე ლემონჯავა 

 



გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიტპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.„ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“- აღნიშნა...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...

McDonald's -ი „ჰეფი მილის“ მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს - განახლდება თუ არა საბავშვო მენიუ საქართველოში?

person access_time2018-02-16 19:25:00
McDonald's-ი  საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერს ამოიღებს. interfax.ru-ს ინფორმაციით, ამერიკულმა McDonald's Corp-მა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საბავშვო მენიუ უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული იყოს.     ცვლილებები  აშშ-ში უკვე 2018 წლიდან  დაიწყება, 2022 წლის ბოლომდე  კი მენიუს გადახალისება  ყველა იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც McDonald's-ის ქსელის...


მსგავსი სიახლეები