რუსული АФК «Система» ბიზნესმენ რომან ფიფიასგან 93,6 მლნ დოლარს ითხოვს

access_time2018-02-09 15:30:36

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, ლუქსემბურგის სასამართლომ განიხილა Система»-ს და ფიფიას სარჩელები.  მათი ინფორმაციით,სასამართლოს საფუძველზე  Система»-ში შემავალი East West United Bank-ი ითხოვს რომან ფიფიას კუთვნილი Loyal Capital-ისგან 93, 6 მლნ. დოლარის ოდენობის ვალის დაბრუნებას.


თავის მხრივ, რომან ფიფიას კომპანია, რომლის ერთ-ერთი აქტივი რუსთავის „აზოტის“ 10%-ია, East West United Bank -ისგან 388 მლნ. დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
East West United Bank -ის პრეტენზიები დაკავშირებულია კრედიტთან, რომელიც ბანკმა Loyal Capital-ს Agrochim SA-ს აქციების 45%-იანი პაკეტის შესაძენად მისცა. გირაოდ Agrochim-ის აქციების 90% იყო ჩადებული.


რომან ფიფიას სტრუქტურებმა ვერ დააბრუნეს ვალი სასუქზე მსოფლიო ფასების ვარდნის გამო,შედეგად, ბიზნესმენმა ბანკისგან ვალის რესტრუქტურიზაცია მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ Loyal Capital-ს ასევე აქვს „საქართველოს ბანკის“ ვალი - 100 მლნ. ევროს ოდენობით. შესაბამისად, «Система»-ში შემავალი ბანკი ითხოვს ვალის გასტუმრებას, Loyal Capital-ი კი პირიქით, ედავება მას იმის გამო, რომ თითქოს რუსულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ჩაშალა რომან ფიფიას მოლაპარაკება ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან.


გარდა ამისა,Loyal Capital-ი ადამაშაულებს East West United Bank -ს საბანკო ინფორმაციის საიდუმლოების პრინციპის დარღვევაში. ფიფიას თქმით, ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ გაუზიარა „საქართველოს ბანკს“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სასამართლოში რუსთავის „აზოტის“ მფლობელის წინაამღდეგ ჩივილს აპირებს. შედეგად, საქართველოში ქარხნის გაყიდვის პროცესი ამან დააჩქარა.



ლუქსემბურგის სასამართლოს აზრით, ინფორმაცია Loyal Capital-ის დავალიანების შესახებ არ იყო საიდუმლო და ის „საქართველოს ბანკს“ თავად კომპანიის მენეჯმენტმა გაუმხილა, ხოლო ქარხნის შემოსავლების შემცირება გამოიწვია არა АФК –ს ქმედებებმა, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ვარდნამ.


საბოლოო ჯამში, სასამართლომ დაუჭირა მხარი East West United Bank-ის მოთხოვნას და არ დააკმაყოფილა Loyal Capital -ის სარჩელი. სააპელაციო სასამრთლოში საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.


АФК «Система»-ს პარტნიორი ალექსანდრ ბოლომატოვი ფიქრობს რომ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებს არა აქვთ აპელაციაში წარმატების დიდი შანსები.„გაუგებარია, როგორ შეეძლო ჩვენს ბანკს გადაკრედიტებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლა, ან რისთვის უნდა გაეკეთებია ეს?“ - ამბობს ბოლომატოვი.


თუმცა, საბოლოო გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ფულის დაბრუნების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია - ჯერ კიდევ 2016 წლის 1 სექტემბერს „აზოტის“ აქტივები იყიდა ქართულმა კომპანიამ EU Investments, რომლის მფლობელი არის ცნობილი ქართველი ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი, ანუ, აქციები, რომლებიც დაგირავებული აქვს East West United Bank-ს, არაფრით არაა უზრუნველყოფილი.


თუმცა, АФК არ გამორიცხავს, რომ გაასაჩივრებს ქარხნის აქტივების გასხვისებასაც და თვლის, რომ ფიფიას გააჩნია რესურსები ვალის დაბრუნებისთვის. რომან ფიფია, „საქართველოს ბანკი, და EU Investments-ი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

kommersant.ru



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები